ყირიმში ისევ აფეთქებების ხმა ისმოდა — რა ხდება ამჯერად
ფოტო: Unian
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის სხვადასხვა ქალაქში აფეთქებები იყო, რუსი ოკუპანტები კი ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურებულია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე დღეა ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია.
- მხოლოდ 16 აგვისტოს სამხედრო ბაზებზე ორი აფეთქება მოხდა.
- რამდენიმე დღით ადრე კი აფეთქება იყო ყირიმის ერთ-ერთ სამხედრო ავიადრომზე, რის შედეგადაც 9 თვითმფრინავი განადგურდა.
ოფიციალურად უკრაინას არცერთ ინდიდენტში თავისი მონაწილეობა არ დაუდასტურებია, თუმცა ირიბად ამისკენ მიანიშნეს.
- თავის მხრივ რუსეთი ცდილობს ეს არა უკრაინის შეტევად, არამედ უბედურ შემთხვევად წარმოაჩინოს.
- მაგალიათად: როგორც კრემლისტური მედია რია აცხადებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაისკისში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ აფეთქება სამხედრო ნაწილში ხანძრის გამო მოხდა.
დეტალები: ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში.
- რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხეილ რაზვროჟაევი ამბობს, რომ მათმა თავდაცვის სისტემებმა დაარტყეს რამდენიმე სამიზნეს, რომლებიც ევპატორიიდან ბელბეკს უახლოვდებოდნენ.
- ამავდროულად ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით, თვითმხილველებმა თქვეს, რომ აფეთქებები სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედორივკაში იყო.
- ოკუპირებული დონეცკის მაცხოვრებლების თქმით, აფეთქება იყო რუსული საბრძოლო მასალის საწყობში.
რას ამბობენ ექსპერტები: სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ ბელბეკის აეროდრომი სევასტოპოლის მახლობლად ყირიმში ყველაზე დიდი საჰაერო ბაზაა, აფეთქებები კი სწორედ იქ გაისმა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.
- ასევე, მისი თქმით, სხვადასხვა შეფასებით, იქ 40-მდე თვითმფრინავია განთავსებული, რომლებიც უკრაინული ჯარების პოზიციებზე თავდასხმაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
- ჟდანოვის შეფასებით, ოკუპირებულ ყირიმში ბოლოდროინდელი იდუმალი აფეთქებები ძირეულად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და აღმოჩნდა, რომ რუსეთს მიტაცებული ტერიტორიების დაცვა არ შეუძლია.
- ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი გერჰარდ მანგორი აცხადებს, რომ ყირიმში სამხედრო ობიექტების დაბომბვა აჩვენებს უკრაინის მაქსიმალურ მიზანს ომში.
- ანუ მისი განმარტებით, უკრაინულმა ჯარმა რუსული ჯარები უნდა განდევნოს არამხოლოდ იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მათ 24 თებერვლის შემდეგ წაართვეს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები