ისტორიაში პირველად, გულის გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ დნმ-ს გადაწერენ
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და სინგაპურიდან ერთად მუშაობენ გულის გენეტიკური დაავადებების საინექციო მკურნალობის მეთოდის შესაქმნელად და ეს ყველაფერი დნმ-ის გადაწერით!
მკვლევრებს მიზნების მისაღწევად 30 მილიონი ფუნტის გრანტი მიენიჭათ. ისინი პირველად გამოიყენებენ ზუსტ გენეტიკურ ტექნიკას გულში, დეფექტური გენების გაქრობის მიზნით. ამით მეცნიერები შეიმუშავებენ და გამოცდიან გულის გენეტიკური დაავადებების ინოვაციურ მეთოდს. რაც მნიშვნელოვანია, ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა უკვე დაამტკიცა, რომ ტექნიკა მუშაობს.
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი გულ-სისხლძარღვთა მედიცინისთვის. ეს მეთოდი არა მხოლოდ გენეტიკურად გადაცემულ დაავადებებს განკურნავს, არამედ შეიძლება იყოს ბევრად უფრო ზუსტი კარდიოლოგიის დასაწყისი", — ამბობენ მკვლევრები.
პირველი შესაძლებლობა
გენეტიკური კარდიოლოგიური დაავადებები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 260 000 ადამიანს აწუხებს და მას შეუძლია ნებისმიერ ასაკში გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი ან პროგრესირებადი გულის უკმარისობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ გენების შვილზე გადაცემის რისკი 50/50-ზეა, შეიძლება ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს განუვითარდეს გულის უკმარისობა. შედეგად მათ დასჭირდებათ გულის გადანერგვა.
"ეს არის ჩვენი პირველი შესაძლებლობა გავათავისუფლოთ ოჯახები გენეტიკური დაავადებებისგან. 30 წლიანი კვლევის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ მრავალი გენი და კონკრეტული გენეტიკური დეფექტი, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა კარდიო პრობლემებზე. ჩვენ ვიცით თუ როგორ მუშაობენ ისინი. მომდევნო 5 წელიწადში გვექნება გენური თერაპია, რათა დავიწყოთ კლინიკური კვლევები", — ამბობენ მკვლევრები.
გაუმართავი გენები
ახალი კვლევის მიზანია გამოასწოროს ან მოაშოროს ის გაუმართავი გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გულის პრობლემებზე.
"ჩვენი მისიის შესრულება იქნება ჭეშმარიტად გლობალური მიღწევა. თუმცა, ეს ძალიან რთულია და ამიტომ იყო რომ ჩვენს გუნდში სამი მოწინავე ქვეყნის მკვლევრები არიან", — ნათქვამია განცხადებაში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მსოფლიოში პირველი გენეტიკური მკურნალობის მეთოდის შექმნით, კვლევას უდიდესი პოტენციალი აქვს.
კომენტარები