ჯეიმს ვების ტელესკოპმა თავისი პირველი ზეახალი ვარსკვლავი დააფიქსირა
ოთხი დღის წინ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, დააფიქსირა რა ყველაზე შორეულ გალაქტიკა, რაც კი ოდესმე გვინახავს. ერთი კვირით ადრე, მკვლევრებმა მოახდინეს დაკვირვება გალაქტიკაზე, რომელიც დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა. ამ კვირაში კი ვებმა დაგვანახა გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 235 მილიონი წლის შემდეგ იყო.
ზეახალის პირველი ფოტო
Inverse-ის მოხსენების თანახმად, კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლა თავისი პირველი ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზეახალი ვარსკვლავია", — განუცხადა Inverse-ს ასტრონომმა მაიკ ენგესერმა კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტიდან (STScI).
რაც ყველაზე აღმაფრთოვანებელია, ტელესკოპი არ არის შექმნილი ასეთი აღმოჩენებისთვის. გალაქტიკას, რომელშიც ზეახალი მდებარეობს, ჰქვია SDSS.J141930.11+5251593. ტელესკოპმა დაადგინა, რომ ზეახალი ამ დროის განმავლობაში ოდნავ დაბნელდა. ეს ზეახლის ტიპიურ მახასიათებლად ითვლება.
არ არის შექმნილი ასეთი აღმოჩენებისთვის
"უპირველეს ყოვლისა, ეს ამაღელვებელია, რადგან ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვების ტელესკოპით შეგვიძლია ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ ახალი გარდამავალი ფაქტორები. ეს მიუხედავად იმისა, რომ ვები ამისთვის არაა შექმნილი", — ამბობენ მკვლევრები.
ისეთი ციური ობიექტების მოძიება, როგორიცაა ზეახლები, ტელესკოპის შესაძლებლობებში გვარწმუნებს. ვებს შეუძლია ის რისთვისაც შექმნილიც კი არაა. ახალი აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ვების კოსმოსური ტელესკოპი კონკრეტულ შემთხვევებში აკვირდება ცის მცირე ნაწილებს და ეს მიწის ტელესკოპებისგან განსხვავებით.
ზეახლები როგორც წესი აღმოჩენის შემდეგ მალე ქრება ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრონომები ჩვეულებრივ ვერ ხედავენ მათ უფრო გვიან ეტაპებს. ეს ეტაპები გადამწყვეტია იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ მეტი იმაზე თუ რა ტიპის ვარსკვლავები აფეთქდნენ.
JWST-ის არსებითად უფრო ღრმა ხედვამ ახლა შეიძლება გამოავლინოს ეს მეტად საჭირო დეტალები ზეახლების ჩამოყალიბებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი. ეს ინფორმაცია კი დაეხმარება მეცნიერებს გააცნობიერონ სამყაროს სტრუქტურა.
კომენტარები