"იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე" კამპანიის ფარგლებში თეგეტა მოტორსი სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გამვლელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის:

  • შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია?
  • გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე?
  • გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში?

ფოტო: თეგეტა

პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.