სოციალური ქსელი Facebook საკუთარ ეპოქას ასრულებს — რას ველოდებით
TikTok-თან კონკურენციის ფონზე Facebook იმგვარად ცვლის საკუთარ პლატფორმას, რომ ეს ჩვენთვის ცნობილი სოციალური ქსელის დასასრული იქნება.
Facebook აღარ იქნება უმთავრესად თქვენს მეგობრებთან და ნაცნობებთან დაკავშირების პლატფორმა. ახლა მას TikTok-ის მსგავსი ჩამოსქროლვის ფუნქცია ექნება, რომელიც მოგაწვდით იმ ვიდეოებს, ფოტოებსა თუ პოსტებს, რომლებიც, ალგორითმის მიხედვით, წესით, უნდა მოგეწონოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრების ფოტოების ნახვის ნაცლად, უმეტესწილად შეგხვდებათ კონტენტი თქვენთვის საყვარელი ძაღლებისა თუ ცნობილი ინფლუენსერების მიერ მოწოდებული რეცეპტების შესახებ.
Meta-მ გასულ კვირას Facebook-სა Instagram-ში ცვლილებები დააანონსა: "Home" იქნება მთავარი გვერდი, როდესაც Facebook-ს გახსნით. კომპაიამ მთავარ გვერდს უწოდა discovery engine, რომელმაც "ახალი, პოპულარული კონტენტი" უნდა იპოვოს. ამას გარდა, ნებისმიერი საჯარო ვიდეო, რომელიც 15 წუთზე ნაკლებია და რომელსაც Instagram-ზე ავრცელებთ, ავტომატურად იქცევა reel-ად და შესაბამისად "უფრო მეტად გავრცელდება და მეტი ადამიანი ნახავს".
ასევე: გამოიცანი სოციალური ქსელი სულ პირველი სქრინშოტით — ქვიზი
ეს მოგვაგონებს დროს, როდესაც ტექ გიგანტები და გასართობი კომპანიები ერთნაირად იბრძვიან მომხმარებელთა ყურადღებისთვის, იქნება ეს სოციალურ მედიაში თუ ტრადიციულ სერვისებში. როგორც სკოტ როზენბერგმა (Axios-ს თანამშრომელმა) დაწერა, ეს არის ნაბიჯი "სოციალური ქსელის ეპოქის დასასრულისკენ".
ეს არის უცაბედი გადახვევა იმისგან, რის გაკეთებასაც Facebook თავდაპირველად აპირებდა — სოციალურ ქსელში მეგობრების, ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაკავშირება.
გავიხსენოთ, როგორ განვითარდა Facebook:
როდესაც Facebook-მა პირველი მთავარი "News Feed" 2006 წელს ჩაუშვა, ეს იყო უბრალო გვერდი მეგობრების სტატუსებისთვის. დროსთან ერთად ფეისბუკის მთავარი გვერდი შეიცვალა და ის, რაც ახლა ხდება, არაა პირველი ცვლილება, რომელიც ალგორითმზე დაყრდნობით განახორციელეს: 2009 წელს ალგორითმა დაიწყო იმის კარნახი, თუ მთავარ გვერდზე პირველად რას ნახულობენ მომხმარებლები და შესაბამისად ხდებოდა მომხმარებლის კონტაქტების ინფორმაციის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება.
2018 წელს მათ ახალი პროგრამა ჩაუშვეს, რომელიც "უპირატესობას იმ პოსტებს ანიჭებდა, რომლებიც ადამიანებს შორის დიალოგსა და ინტერაქციას აჩენდა" (კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამან ადამიანები პოლიტიკურ ბანაკებად დაჰყო და გაზარდა ექსტრემიზმი).
მაგრამ ეს ბოლო სიახლე არის ყველაზე დიდი ნაბიჯი Facebook-ისგან, როგორც სოციალური ქსელისგან დაშორებისა და TikTok-თან მიახლობისკენ. და ეს ცვლილება, განსაკუთრებით პანდეემიის პერიოდში, იმდენად სწრაფად ხდებოდა, რომ შეუძლებელია, ეს Meta-ს ხელმძღვანელს, მარკ ცუკერბერგს, ვერ შეემჩნია.
2019 წლის ბოლოსთის TikTok-ს 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა; 2021 წლის სექტემბერში მათმა რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, Facebook-ს 2.9 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ეს აპლიკაცია ორ ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს.
კეისი ნიუტონმა თავის გადაცემაში Platformer შეაჯამა Meta-ს სტრატეგია: "აგრესიული ნაბიჯები, რათა აქტუალობა მოიპოვოს სამყაროში, რომელშიც TikTok მზარდი ტემპით ვრცელდება."
ამ კონკრეტული სოციალური ქსელის დასასრული არ ნიშნავს სოციალური მედიის აღსასრულსაც. მაგრამ ეს ნიშნავს Facebook-ის დასასრულს, როგორც პლატფორმის, სადაც შესაძლებელი იქნება "მრავლისმთქმელი" ("ღირებული") კავშირების დამყარება.
ახლა Facebook-ს TikTok-ის მსგავსად თქვენი გართობა და საკუთარ გვერდზე რაც შეიძლება დიდხანს შეკავება სურს. და ადამიანები, რომლებსაც თქვენ იცნობთ, ნაკლებად იქნებიან ჩართულნი ამ მიზნის მიღწევაში.
კომენტარები