TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance აწ უკვე გაუქმებულ აპლიკაციაში პროჩინურ კონტენტს ავრცელებდა
BuzzFeed News-ის მიხედვით, TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance იყენებდა აწ უკვე გაუქმებულ აპლიკაციას, TopBuzz-ს, პროჩინური შეტყობინებების გასავრცელებლად. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ინგლისურენოვან განყოფილებაში მუშაობდნენ, ყვებიან, რომ ხელმძღვანელობისგან დავალებულნი იყვნენ, აპლიკაციის მთავარ გვერდებზე ისეთი კონტენტი განეთავსებინათ, რომელიც ჩინეთს პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენდა. იმის დასამტკიცებლად, რომ დავალება პირნათლად შეასრულეს, მათ მენეჯერებისთვის სქრინები უნდა წარედგინათ. უნდა აღინიშნოს, რომ TopBuzz-ს 2018 წელს 40 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
მათ მიერ გავრცელებულ კონტენტში შედიოდა ვიდეოები პანდების, ჩინეთში მოგზაურობის შესახებ. მინიმუმ ერთ თანამშრომელს კიდევ უნდა დაედო ვიდეო, რომელშიც თეთრკანიანი ადამიანი საუბრობს იმ ბენეფიტებზე, რომელიც თავისი სტარტაპის ჩინეთში გადატანის შემდეგ მიიღო. როგორც ერთ-ერთი დასაქმული იხსენებს, კონტენტი, რომელთა გავრცელებაც მათ ევალებოდათ ნაკლებად პოლიტიკური იყო და მეტად გაყიდვების გაზრდაზე იყო კონცენტრირებული. აქვე აღნიშნავდნენ: "მოდით რეალისტები ვიყოთ — ეს არ იყო რაღაც, რის გაკეთებაზეც უარს იტყოდი".
პროჩინური კონტენტის გავრცელების გარდა TopBuzz-ს ჰქონდა გადახედვის სისტემა, რომელიც ჩინეთის მთავრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას შლიდა. ასეთი კონტენტი იყო ჰონგ კონგის პროტესტი, ზოგიერთი მონაკვეთი, რომელშიც თავმჯდომარე სი ძინპინი იყო ნახსენები და ისეთიც კი, სადაც ვინი პუხზე იყო საუბარი. კომპანია მაშინვე შლიდა ისეთ კონტენტსაც, სადაც ღიად LGBTQ+ ადამიანები იყვნენ.
ByteDance-ის სპიკერმა უარყო ყველა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს "ტყუილია და სასაცილოა". BuzzFeed-თვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია:
"განცხადება, რომ TopBuzz — რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუქმდა — პროჩინური კონტენტის პოპულარიზაციას ეწეოდა, არის ტყული და სასაცილო. TopBuzz-ს ამერიკასა და ბრიტანეთში ორი ათეული ტოპ გამომცემელი პარტიონი ჰყავდა, მათ შორის BuzzFeed, რომელმაც აუდიტის დროს საგანგაშო ან საფრთხილო ვერაფერი ნახა".
მაშინ როდესაც TopBuzz 2020 წელს გაუქმდა, TikTok დღემდე მოქმედი და აქტიურია. ძალოვანი უწყებები და კრიტიკოსები შიშობენ, რომ ByteDance იმავე მიზნით აშშ-ში TikTok-საც გამოიყენებს. BuzzFeed News-ის კიდევ ერთი რეპორტის მიხედვით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, გამოაშკარავდა, რომ ByteDance-ის თანამშრომლები ჩინეთიდან ამერიკაში მცხოვრები TikTok-ის მომხმარებლების პირად მონაცემებს ნახულობდნენ. ამის შემდეგ კომპანიამ ამერიკელ მომხმარებელთა User traffic (ვებ-გვერდზე ვიზიტორთა რაოდენობა) სწრაფად გადაიყვანა ახალ Oracle Cloud-ზე, თუმცა ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისარმა მოუწოდა Apple-სა და Google-ს, რომ ByteDance-ის "ფარული მოქმედების პრაქტიკის გამო" მაინც აკრძალონ აპლიკაცია.
ბრაიან შტელტერმა CNN-დან ადრე ჰკითხა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში TikTok-ის საჯარო პოლიტიკის ხელმძრვანელს, მაიკლ ბეკერმანს, იქონიებს თუ არა აპლიაკაცია რაიმე ტიპის ზეგავლენას ამერიკის პოლიტიკასა და კულტურაზე. ბეკერანმა უპასუხა, რომ "TikTok-ში არ არის პოლიტიკის ადგილი და მთავარი მიზეზები, რის გამოც ხალხი მას იყენებს, არის რეკლამა და გასართობი კონტენტი". როგორც BuzzFeed News აღნიშნავს, დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა TikTok-ს ინფრომაციის (მათ შორის პოლიტიკური) მთავარ წყაროდ იყენებს.
კომენტარები