Forbes-მა ცოტა ხნის წინ იმ მილიარდერი ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვეს. სიაში 21-ე ადგილს მომღერალი რიანა იკავებს და ასაკის მიხედვით, ის ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ქონება თავად დააგროვა და უკვე თანხა ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოცემის მიხედვით, რიანას ქონება ამ ეტაპზე 1,4 მილიარდი დოლარია და მისი ძირითადი შემოსავალი კოსმეტიკური ხაზის, Fenty Beauty-ის გაყიდვებზე მოდის. "რიანა ასევე ქალის თეთრეულის ხაზს, Savage x Fenty-ის 30%-ს ფლობს, რომლის შემოსავალიც გასული წლის თებერვალში 1 მილიარდი დოლარი იყო", — ვკითხულობთ Forbes-ში.

ფორბსის სიაში სხვა ცნობილი ქალებიც მოხვდნენ, რომლებმაც მილიონები თავიანთი შრომის მეშვეობით დააგროვეს. მათ შორის არიან კაილი ჯენერი ($570 მილიონი), ბიონსე ($450 მილიონი), კიმ კარდაშიანი ($1.8 მილიარდი), მადონა ($575 მილიონი) და სხვა.

ფოტო: GQ

შეგახსენებთ, რომ რიანა ახლახან დედა გახდა. მომღერალს A$AP Rocky-სგან შვილი შეეძინა. 2020 წელს Vogue-თან ინტერვიუში რიანამ განაცხადა, რომ ცხოვრების შეცვლას სურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში აპირებს, რომ სამი ან ოთხში შვილი ჰყავდეს. "ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერება მშობლისა და შვილის ჯანსაღი ურთიერთობაა. ერთადერთი ჭეშმარიტ გზა შვილის აღსაზრდელად, ეს მისი სიყვარულია", — განაცხადა რიანამ.