კარლ ჰარცელი

14 Jul. 2022, 11:20

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ — კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი წაიწიონ წინ — ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მომართული.

საქართველოსთვის გამოწვევაა, ამ 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება.

ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა კითხვას რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება და შეუქმნის, თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…