ანა დოლიძე

12 Jul. 2022, 19:46

გთავაზობთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუშაობს დეოლიგარქიზაციაზე, წარმოადგინოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მომუშავე ადამიანებს შეეზღუდებათ საქართველოში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება. პირები, რომლებმაც შესაბამისად განავითარეს პროფესიული და პირადი სანდო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან, მასთან კომპანიებში, მათ შორის, ბანკ ქართუში მუშაობის გზით, ამ პირებს არ ექნებათ საშუალება და არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში. 

ამ შეთავაზებით თანამდებობებზე ვერ იქნებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ქარსელაძე, ზურაბ აზარაშვილი, ლაშა ხუციშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესების თანამშრომლების მეშვეობით იმართება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილი. მსგავსი მიდგომების მაგალითები გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გატარდა რეფორმები დეკომუნიზაციასთან მიმართებაში. ასევე, გვაქვს მაგალითები ერაყში, სადაც გატარდა რეფორმები, როდესაც კონკრეტული პარტიის პირები აღარ დაიშვებოდნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…