მცხეთაში კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთა-სახალხო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია საზოგადოების ნაწილს შეხვდა. შეხვედრაზე კომისიის წევრები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით აზრებს გამოთქვამენ და შეკრებილი საზოგადოების მოსაზრებებს ისმენენ.

კანონპროექტის საყოველთა-სახალხო განხილვა უკვე გაიმართა ჩოხატაურსა, ამბროლაურში, ბათუმში, თელავსა და გორში. ხვალ შეხვედრა თელავის მოსახლეობასთან იგეგმება, ორშაბათს კი - თბილისში.