3 რჩევა, თუ როგორ დავგეგმოთ ზაფხულის ხარჯები გონივრულად
თუ მთელი წელი ზაფხულის შვებულებას ელოდი და ეს პერიოდი ისე დადგა, რომ ჯერ მომზადება ვერ მოასწარი, მარტო არ ხარ. ალბათ, ძალიან გინდა, ზაფხულში კარგად დაისვენო და თან სასიამოვნო მოგონებებიც შემოგრჩეს, რომლებსაც შვებულებიდან დაბრუნებული სხვებსაც გაუზიარებ. და თუ ამ ყველაფრის დაგეგმვაზე ღელავ, შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ზაფხულის ხარჯების გონივრულად გასანაწილებლად დრო ჯერ კიდევ არის. ამაში კი შემდეგი რჩევები დაგეხმარება:
1. წინასწარ განსაზღვრე პრიორიტეტები
ზაფხულში ძალიან ბევრი რამის გაკეთება გვინდა, თუმცა, სინამდვილეში, ყველა ლამაზი ადგილის დასათვალიერებლად არც საკმარისი დრო გვაქვს ხოლმე და სავარაუდოდ, არც ხარჯები. ასევე, დიდი შანსია, რომ ზოგიერთი ნივთი ან აქსესუარი, რომლის ყიდვაზეც ადრე ფიქრობდი, ახლა საერთოდ აღარ იყოს მიმზიდველი. ამიტომ, პრიორიტეტების დალაგება პირველია, რაც ზაფხულის შვებულების დასაგეგმად უნდა გააკეთო.
შეგიძლია, სხვადასხვა ვარიანტი ჩამოწერო და სია ნელ-ნელა შეამოკლო. გარდა ამისა, თითოეული ვარიანტის განხილვისას შენს თავს შეგიძლია ჰკითხო, ნამდვილად გიღირს თუ არა ფულის გადახდა კონკრეტული ტანსაცმლის, ნივთის ან საზაფხულო კურორტის მოსანახულებლად. მალე დარწმუნდები, რომ სიაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ალტერნატივები დაგრჩება.
2. შეადგინე ბიუჯეტი
როცა ზაფხულის ბიუჯეტს ვგეგმავთ, ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯები ყურადღების გარეშე გვრჩება. ამიტომ, თუ სადმე დასასვენებლად აპირებ წასვლას, ან ტექნიკის შეცვლაზე ფიქრობ, დამატებითი ხარჯებიც უნდა იანგარიშო. ბიუჯეტის დასაგეგმად კი სხვადასხვა მაღაზიის, სასტუმროს ან სასურველი მომსახურების ვებგვერდები შეგიძლია დაათვალიერო, სადაც ფასის შესახებ ინფორმაციებს ნახავ.
არ დაგავიწყდეს, რომ თუ ზაფხულის ხარჯებზე წინასწარ იფიქრებ, შეიძლება კარგი ფასდაკლებების სეზონიც არ გამოგრჩეს.
3. აუცილებლად გქონდეს სათადარიგო გეგმაც
თუ წინა ორი რჩევა ყურადღებით წაიკითხე და უკვე წარმოიდგინე, ზაფხულის შვებულების ხარჯები როგორ გაანაწილო, სათადარიგო გეგმაც არ დაგავიწყდეს. მართალია, 21-ე საუკუნეში ადამიანებს ბევრი რამის გათვლა და პროგნოზი შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერს ვერ გამოვრიცხავთ.
შეიძლება, დასასვენებლად კარგი ადგილი შეარჩიო, მაგრამ ამინდმა არ შეგიწყოს ხელი. ან ისეთი ცხელი ზაფხული დადგეს, რომ ყველაფერს კონდიციონერის წინ წამოწოლა გერჩივნოს. ამიტომ, შენს გეგმაში სათადარიგო ვარიანტებიც გაითვალისწინე. ასე შეძლებ, რომ ზაფხულის შვებულებას მშვიდად დაელოდო და იმედებიც არ გაგიცრუვდეს.
ბონუსი: იყიდე ახლა და გადაიხადე მერე ტოპ|ქარდით
სასურველი სასტუმრო და კურორტი უკვე შეარჩიე, მაგრამ ფინანსები არ გიწყობს ხელს? შვებულებამდე დაუგეგმავი ხარჯები გამოგიჩნდა, ან უბრალოდ ხელფასი დროულად ვერ აიღე? ასეთ შემთხვევებში რე|ბანკის ტოპ|ქარდი შენს ერთგულ მეგობრად შეგიძლია ჩათვალო, რადგან ის საშუალებას გაძლევს, იყიდო დღეს და გადაიხადო ხვალ.
რას ნიშნავს ეს? "იყიდე ახლა, გადაიხადე მერე" — ტოპ|ქარდის მექანიზმია, რომლის დახმარებით დღეს შეგიძლია ნივთი ან მომსახურება შეიძინო, თანხის გადახდა კი თვეებზე თანაბრად გადაანაწილო, თანაც — გაძვირების გარეშე.
გახსოვდეს, რომ საქართველოში ასეთ მექანიზმს მომხმარებელს მხოლოდ რე|ბანკის ტოპ|ქარდი სთავაზობს. თუ ეჭვობ, რომ შეძენილი ნივთის ან მომსახურების ფასი გაძვირდება, მშვიდად შეგიძლია იყო. ამის მიზეზია ის, რომ ტოპ|ქარდის პარტნიორი სავაჭრო და მომსახურე ობიექტები თავად იხდიან საკომისიოს, ამიტომ მომხმარებელს ნივთი არ უძვირდება.
თუ ტოპ|ქარდის პარტნიორ ობიექტებში სასურველ მომსახურებაზე ფასდაკლებას შენიშნავ, ტოპ|ქარდის გამოყენებაც მაშინაც შეგიძლია, ფასდაკლებული ფასი კი თვეებზე თანაბრად გადანაწილდება. თვეების რაოდენობა პარტნიორ ობიექტზეა დამოკიდებული, რაც მინიმუმ 3 თვიდან მაქსიმუმ 10 თვემდე გრძელდება.
გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც ტოპ|ქარდის შემოთავაზების გამოყენება შესაძლებელია:
-
საზაფხულო ტანსაცმელი — ისარგებლე შუასეზონური ფასდაკლებებით, ტოპ|ქარდით კი ხარჯს თანაბრად 3 თვეზე გადაანაწილებ;
-
10% ქეშბექი სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით — ეს ტოპ|ქარდის და მასტერქარდის ერთობლივი აქციაა, რომელიც ძალაშია ზაფხულის ბოლომდე;
-
მოგზაურობა და სასტუმრო — ხარჯების გადანაწილება 3 თვეზეა შესაძლებელი;
-
ავტომობილის გამართვა — თეგეტაში გაწეული ხარჯი 3 თვეზე გადანაწილდება, დამატებით კი 31 ივლისის ჩათვლით 10% ქეშბექს მიიღებ;
-
წამლებისა და მოვლის საშუალებების ადგილზე მიტანა — შეგიძლია, Ekimo-ს აპლიკაცია ჩამოტვირთო, სადაც ტოპ|ქარდით 20% ფასდაკლებას მიიღებ ივლისის ბოლომდე, ხოლო ხარჯი 3 თვეზე გადანაწილდება.
ტოპ|ქარდის აღება შეუძლია ყველას! იგი უფასოა და არც წლიური საფასურის გადახდა სჭირდება. შეავსე რე|ბანკის ვებგვერდზე მარტივი განაცხადი, ტოპ|ქარდს კი თბილისში ადგილზე მიიღებ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი რებანკის ფილიალებს შეგიძლია ესტუმრო.
კომენტარები