მიხეილ სარჯველაძე

29 Jun. 2022, 12:15

სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და შესაბამისად, ეს განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია, რომ აიხსნებოდეს ასეთი კონტრასტით, რომ თითქოს ვინმე აპირებს ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას ქვეყანაში [...]

თითქოსდა, ქართული ოცნების პოზიციის გამხმოვანებლები იქნებიან, ოღონდ, რასაც ამას ქართული ოცნება თვითონ ვერ იტყვის, ეს, რასაკვირველია, რომ არასწორია. არასდროს პრობლემა არ ჰქონია ქართულ ოცნებას, რომ ეთქვა ის, რასაც ფიქრობს და რა პოზიციაც აქვს [...]

დისკუსიის ფორმაზე იქნება ძირითადად, ამ შემთხვევაში, აქცენტი, რაც განასხვავებს, ამ შემთხვევაში, ჩვენს შეხედულებებს და არა საკუთრივ პოზიციონირებას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ და ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდიდან სამი წევრის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…