ჩინეთში ამუშავებენ სისტემას, რომელიც დანაშაულს მის ჩადენამდე გამოავლენს
როგორ უნდა გააკონტროლოს პოლიციამ მომავალი? ჩინელები ამბობენ, რომ ეს მარტივია — უბრალოდ განათავსეთ კამერები ყველგან და გამოარჩიეთ ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ, რომ კრიმინალს ჩაიდენენ.
ეს სტრატეგია ყოველდღიურობაა ჩინეთში და იქ მცხოვრები 1,4 მილიარდი ადამიანი ასეთ რეალობაშია. ინფორმაციას the New York Times ავრცელებს. ხელისუფლება აგროვებს უზარმაზარი რაოდენობის კადრებს, მონაცემებსა და შაბლონებს, რაც ხელს უწყობს საფრთხის იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს ეთნიკურ უმცირესობებს, ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებს და მიგრანტებს.
New York Times ამ თემაზე ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ისინი კონტაქტზე არ გამოვიდნენ. ჟურნალში ისიცაა ნათქვამი, რომ მსგავსი პრევენციული სისტემიდან გამომდინარე ჩინეთში კონკრეტული წყვილების ქორწინებაც კი ჩაშალეს.
"ეს ტექნოლოგიური გალიაა, რომელშიც საზოგადოების მოქცევას ცდილობენ. ეს განსაკუთრებით ისედაც დისკრიმინირებულ ჯგუფებს აწვება", — მაია ვანგმა, Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა განუცხადა Times-ს.
1984 ახლა
ამ მოცემულობაში აშკარად იკვეთება სახელმწიფოს მოტივაცია. შესაბამისად, ჩნდება დიდი ძმის იდეა, სადაც სახელმწიფო ყველაფერს და ყველას აკონტროლებს. ამ მიდგომის მომხრეების თქმით, მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინს სურს შეინარჩუნოს მშვიდობიანი, სტაბილური საზოგადოება.
თუმცა, მეორეს მხრივ, შეიმუშაო სისტემა, რომელიც დანაშაულს მის ჩადენამდე გამოავლენს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ისიც ბოლომდე გაუგებარია თუ როგორ უნდა გააკონტროლონ ასეთი სისტემა. ამ ყველაფრის ფონზე რთულია ცნობილი ამერკელი ფანტასტის, ფილიპ დიკის რომანი Minority Report არ გაგახსენდეს. წიგნში სწორედ ეს ხდება, ტექნოლოგიებისა და სპეციალური პოლიციური ჯგუფების გამოყენებით ხორციელდება დამნაშავის დანაშაულის ჩადენამდე გამოვლენა. თუმცა, რამდენად რეალურია ეს და რამდენად საშიში შეიძლება იყოს ასეთი სისტემა ნებისმიერი ძალის ხელში, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
დაბოლოს, დანაშაულის ჩადენის პრევენცია შეიძლება თავად დანაშაულადაც მოგვევლინოს.
კომენტარები