უამრავი მადლობა სამ ენაზე, ტალღა ოდესიდან ბათუმამდე და თბილისო Okean Elzy-სგან
ფოტო: Okean Elzy / Facebook
წელს Tbilisi Open Air-ის დრესკოდი ლურჯი და ყვითელი იყო. 27 ივნისს ხალხს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად არაერთხელ გამოვიდა აქციაზე, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული შემსრულებლები უმღეროდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა მუხტისა და განწყობისა, Okean Elzy-ის გამოსვლა სოლისტის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის კომენტარებმაც გახადა განსაკუთრებული.
- მან ჯერ კიდევ კონცერტის დაწყებამდე მედიასთან დააანონსა, რომ აპირებდა ბევრჯერ გადაეხადა ხალხისთვის მადლობა იმ უპირობო მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი გასცემდნენ უკრაინელების მიმართ.
რა თქვა ვაკარჩუკმა: უპირველეს ყოვლისა, ვაკარჩუკმა პირობა არათუ შეასრულა, გადააჭარბა. ამბობდა, რომ მადლობას კიდევ 10-ჯერ გადაიხადა, ლისზე შეკრებილმა ხალხმა კი მისგან ეს სიტყვები ბევრად მეტჯერ მოისმინა — ქართულად, ინგლისურად და უკრაინულად.
- გამოსვლის დასაწყისში მომღერალმა თქვა, რომ ეს ბენდის ცხოვრებაში, მათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე იყო, რადგან მათ ქვეყანაში დიდი ომის დაწყების შემდეგ პირველ კონცერტს მართავდნენ.
- ამისათვის კი "საყვარელი დებისა და ძმების ქვეყანაში" ჩავიდნენ.
- მანვე თქვა, რომ ომი არ სურდათ და არ დაუწყიათ, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებენ.
გარდა ამისა, ვაკარჩუკმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, არ დაევიწყებინათ უკრაინელი გმირები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მარიუპოლს იცავდნენ.
- ბენდმა მათ სიმღერა მიუძღვნა, სოლისტმა კი აღნიშნა 27 ივნისი აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენსკოს დაბადების დღეა.
- მებრძოლის, რომელმაც თვეების განმავლობაში იცავდა მარიუპოლს, ახლა კი რუსეთის ტყვეა.
ოდესიდან ბათუმამდე: სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ერთი ფრაზით შეამცირა მანძილი, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას ერთმანეთისგან ყოფს.
- მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ომი სადღაც სხვაგან, შორს მიმდინარეობს, "ოდესიდან ბათუმამდე შექმნილმა ტალღამ" შექმნა განცდა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არასახმელეთო კავშირი, სხვა მეზობელთან სახმელეთო კავშირზე უფრო ძლიერია.
ერთად ევროკავშირში: ბენდის სოლისტმა საქართველოში შეკრებილ ხალხს უთხრა ის, რისი მოსმენაც, ალბათ ყველაზე მეტად სურდათ.
- "უკრაინა და საქართველო მალე გახდებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები".
პატარა უკრაინა თბილისში და თბილისო უკრაინისგან: პატივისცემის გამოხატვა იმ მარტივი ჟესტით არ დასრულებულა, რომ მომღერალმა რამდენიმე ქართული ფრაზა ისწავლა.
- უკრაინის დროშებით მისულ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვაკარჩუკმა ქართულადაც უმღერა.
- Okean Elzy-ს მიერ შესრულებული თბილისო ქართველი და უკრაინელი ხალხის სამუდამო მტკიცე მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო.
საბოლოოდ, Okean Elzy-ს კონცერტის მუხტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ტალახისგან დაბინძურებული ხალხი სახლში წავიდა იმედით, რომ ამ მესიჯს სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკრაინელებთან ჩაიტანს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები