ირაკლი კობახიძე

12 Jun. 2022, 23:51

ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ყველა შემთხვევაში. ერთი რომ გვეკუთვნის, მეორე რომ გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა საბოლოო ჯამში, ევროკავშირის გადასაწყვეტია ეს ყველაფერი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისი სხვადასხვა პუნქტით. [...]

წინასწარ არც არის, ალბათ, სწორი, ბოლომდე დეტალებში ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ჩვენ გვაქვს რწმენა იმის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას. მძიმე რეაქციაში ვგულისხმობ განწყობას პირველ რიგში, რომელიც ჩვენ გვექნება, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…