სალობიე, ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი
იური ლუჟკოვი და ელენა ბატურინა მცხეთის სალობიეში.
მოსკოვის ყოფილი მერი 80 წლის იური ლუჟკოვი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა, რომ „აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში“ მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად, საქართველოს ქრისტიანული სიწმინდეების მოლოცვას განაგრძობს.
ლუჟკოვმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე, ბორჯომი, სვეტიცხოველი, ჯვარი და დაესწრო ქართველ ასურიელთა სულიერი მოძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბიტ-ხარიბის გალობას არამეულ ენაზე, სოფელ ქანდის, წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერში.
ლუჟკოვი სოფელ ქანდაში.
მცხეთაშივე, იური ლუჟკოვმა მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის არის, მოსკოვის მთვარობის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლეონიდ ბოჩინი, „საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორან“ – „სალობიეში“ მოილხინა. შემდეგ კი ნადიმი თბილისში, რესტორან „კახელებში“ განაგრძო.
იური ლუჟკოვს არათუ დარღვეული აქვს (თან არაერთხელ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მოსკოვის მერად მუშაობის დროს, იგი გამოირჩეოდა უკიდურესად მტრული მოქმედებებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მისცა უფლება იური ლუჟკოვს გადმოეკვეთა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ამ გადაწყვეტილებას შემდეგი ახსნა მოუძებნა:
ლუჟკოვის პასპორტიდან გამომდინარე მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი, სჯობს, როცა საკითხი ბოლომდე გაირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდეს.
„ლუჟკოვის პასპორტიდან გამომდინარე მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი, სჯობს, როცა საკითხი ბოლომდე გაირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდეს.“
იური ლუჟკოვს 1990-2010 წლებში, მოსსოვეტის თავმჯომარისა და მოსკოვის მერის თანამდებობა ეკავა; 2001-2010 წლებში კი რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე იყო.
პრეზიდენტმა მედვედევმა ლუჟკოვი თანამდებობიდან ნდობის დაკარგვისა და კორუფციის ბრალდებით, 2010 წლის 28 სექტემბერს მოხსნა. ამის შემდეგ, ლუჟკოვები რუსეთიდან მცირე ხნით გაიხიზნენ, ჯერ ვენაში, შემდეგ კი ლონდონში ცხოვრობდნენ.
ლუჟკოვი რუსული დერჟავნიკული პოლიტიკის ტიპიური წარმომადგენელია. იგი აქტიურად უჭერდა მხარს 1991-92 წლებში, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას. სამხედრო პუტჩის შემდეგ კი გადამწვარ თბილისს ეწვია და დანგრეული პირველი კლასიკური გიმნაზიის აღდგენა, მოსკოვის ბიუჯეტიდან დააფინანსა.
მადლობა ლუჟკოვს თამარაშენის ნასოფლარზე, 2009 წელი.
მოსკოვის მერი ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე“, ჯერ კიდევ 2004 წლიდან ღიად საუბრობდა. ლუჟკოვი ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე ღიად უჭერდა მხარს, აჭარის ავტონომიაში ასლან აბაშიძის სეპარატისტულ მმართველობას.
იგი კიდევ ერთ დერჟავნიკ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ერთად, 2004 წელს, დემონსტრაციულად გაემგზავრა გემით სოხუმიდან ბათუმში, იმის ხაზგასასმელად, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია „ტერიტორიულ მთლიანობასთან“ დაკავშირებით მოსკოვისთვის უინტერესოა.
სოხუმში, ცხინვალსა და ბათუმში ლუჟკოვს პოლიტიკურთან ერთად პირდაპირი ეკონომიკური ინტერესიც ჰქონდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ფლობდა რამდენიმე სანატორიუმს (მათ შორის, სანატორიუმ „მოსკოვს“ ქალაქ გაგრაში), ხოლო ბათუმში - სამშენებლო და სანავთობო ბიზნესს.
აჭარაში ბოლოს ლუჟკოვი 2004 წლის მარტში, ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა, 6 მაისს კი ბათუმიდან გახიზნულ აბაშიძეს, მოსკოვის ვნუკოვო-2-ის აეროპორტში პირადად დახვდა და მალევე, რუსეთის დედაქალაქში დაასაქმა.
2005 წელს, ლუჟკოვის ბრძანებით, ოკუპირებულ სოხუმში, წულუკიძის ქუჩაზე, „მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, ლუჟკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, სრულიად გადამწვარი ქართული ისტორიული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც „მოსკოვსკი“ უწოდა.
გადაბუგული თამარაშენის ადგილზე მიკრორაიონ "მოსკოვსკის" მშენებლობა, 2010 წელი.
დერჟანვიკული რიტორიკა მოსკოვის ყოფილმა მერმა საქართველოშიც ყოფნის დროსაც განაგრძო. დღეს, ბორჯომში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლუჟკოვი პირდაპირ ამბობს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთ იგრძნობს თავს“:
აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებიდან განთავისუფლების შემდეგ, მომავალში უფრო უკეთ იგრძნობს თავს.
„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება წარსულში უნდა დარჩეს.
ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებიდან განთავისუფლების შემდეგ, მომავალში უფრო უკეთ იგრძნობს თავს.“
მიკრორაიონი "მოსკოვი" ქართული სოფლის თამარაშენის ადგილზე.
ჯერჯერობით უცნობია, ვისი მოწვევით ჩამოვიდნენ იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, ელენა ბატურინა საქართველოში („ფორბსის“ შეფასებით, ბატურინას ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს) და რატომ შემოუშვა შსს-მ ისინი ქვეყანაში.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს თავი შეიკავეს განემარტათ, ჰქონდა თუ არა იური ლუჟკოვს შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
იური ლუჟკოვი რამდენიმე ქვეყანას (უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი . 2011 წელს, ლატვიამ ლუჟკოვი (და მისი ოჯახის წევრები) „არასასურველი პირების კატეგორიაში“ შეიყვანა იმ მოტივით, რომ მას „ლატვია არ უყვარს და ქვეყნის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს“.
ლუჟკოვი და ბატურინა მაშინ ლატვიის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდნენ, დიდი ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, რაზეც ოფიციალურმა რიგამ უარი განაცხადა.
იური ლუჟკოვს შარშან 80 წელი შეუსრულდა, იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ძველი წყენის დასავიწყებლად, იგი ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა, ლუჟკოვმა ეს ჯილდო „გადასახლებიდან დაბრუნებას“ შეადარა.
სოფელი თამარაშენი, რომელიც აღარ არსებობს.
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
კომენტარები