საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბუღალტერიის გაციფრულების პროექტს სთავაზობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. იმისთვის რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს ბიზნესებისთვის, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი. რაც მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის შეიმუშავა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას — ბუღალტერიის გაციფრულებას, სრულ ბუღალტრულ სერვისსა და ფინანსური ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესს შეუძლია მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ამ მიმართულებებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე და ისარგებლოს მის ბიზნესზე მორგებული უპირატესობებით. კერძოდ: ბიზნესებს, რომლებსაც არ აქვთ გაციფრულებული ბუღალტრული ოპერაციები, შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუღალტრო პროგრამებით როგორიცაა: Balance და OneSoft.
მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ვისაც სურს საბუღალტრული ოპერაციების გამარტივება, საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიები Nexia TA, Grant Thornton, AGIC, Ants, MOORE abc დაეხმარებიან. კერძოდ, ისინი ბიზნესებს სპეციალური, 20%-იდან 50% მდე ფასდაკლებით მოემსახურებიან.
ასევე, დაფინანსებაზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის ბიზნესებს ვთავაზობთ API სერვისს, რაც ინფორმაციის სწრაფად მიმოცვლას ღილაკზე ერთი თითის დაჭერით უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად, ბუღალტერიის განვითარების პროგრამა ბიზნესს შემდეგ ბენეფიტებს სთავაზობს:
- სესხის მოთხოვნის სწრაფად დამუშავება;
- ლიმიტების წინასწარ დამტკიცება და მათი მარტივი მართვა;
- კომპანიაზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება.
"საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ბანკი, ცდილობს მუდმივად იკვლიოს ბიზნესის საჭიროებები. სწორედ ასეთი კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოუწესრიგებელი საბუღალტრო ანგარიშგება. ეს მათთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ფინანსური რესურსების მოძიების პროცესში. მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია არასწორ წარმოდგენას ქმნის კომპანიის შესაძლებლობებზე და ზღუდავს ფინანსურ ხელმისავწდომობას. სწორედ იმიტომ, რომ კომპანიებს ეს პროცესი მაქსიმალურად გავუმარტივოთ და შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები, მათ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საბუღალტრო რეპორტინგის მოწესრიგებასა და პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სპეციალური API სერვისი, რაც ბანკსა და კომპანიას შორის ინფორმაციის მარტივ მიმოცვლასა და პროცესის გაციფრულებას ისახავს მიზნად. გვჯერა რომ რაც უფრო მეტად მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, მით მეტად შევძლებთ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები