ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — კამპანია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან
ფოტო: IOM
2022 წლის 13 ივნისიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში იწყებს კამპანიას ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — #ჩვენშისაერთომეტია.
კამპანია 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი ქსენოფობიასთან ბრძოლა, მიგრანტების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დადებითი განწყობის შექმნაა. კამპანია ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით.
კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საზოგადოებას გააცნობს მიგრანტების ისტორიებს, დაანახებს მათ როლს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში, მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და სხვა.
კამპანიის ერთ-ერთი აქტივობაა დისკუსიები, რომელიც გაიმართება სტამბაში 18, 21, 25 ივნისს. დისკუსიების სერიებს წარუძღვება მწერალი და ტელეწამყვანი - დათო გორგილაძე, დისკუსიები ასევე გაშუქდება IOM საქართველოს ფეისბუქ გვერდზე.
კამპანიის მიზანია ჩართოს საზოგადოება ქსენოფობიის წინააღმდეგ დისკუსიაში, ხელი შეუწყოს სტერეოტიპების დანგრევას და წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიგრანტების როლი საქართველოს განვითარებაში. წარმატებული ინტეგრაცია არის დინამიური და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს მიგრანტებისა და მასპინძელი საზოგადოების ურთიერთადაპტაციას ფუნდამენტური უფლებების დაცვის, პატივისცემის, ტოლერანტობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
იმისათვის, რომ შეამოწმო, რამდენად ტოლერანტული ხარ, შეავსე ტესტი ამ ბმულზე, ხოლო უფრო მეტი სიახლის გასაგებად, თვალი ადევნე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ კამპანიას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იცავს მიგრანტთა უფლებებს, ღირსებას და კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას #ჩვენშისაერთომეტია
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა

კომენტარები