ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის ღონისძიება მოაწყო. ღონისძიებაზე ბავშვები ცხობისა და კერამიკის მასტერკლასებს დაესწრნენ.

"ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნული ბანკმა ამჯერად ქართველ და უკრაინელ ბავშვებთან ერთად აღნიშნა. პატარებმა ბევრი იხალისეს, ფაზლების აწყობაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს და უფროსებს უგემრიელესი პიცითაც გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც თავად მოამზადეს. ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას! გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!", — წერს საქართველოს ეროვნული ბანკი.

დაათვალიერეთ ფოტოები ღონისძიებიდან:

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ყველა ფოტოს სანახავად ესტუმრეთ ბმულს.