"თეგეტა ჰოლდინგი" საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს "ლიბჰერს" წარმოადგენს
- "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე "ლიბჰერის" (Liebherr) ოფიციალური დილერი გახდა;
- საგზაო-სამშენებლო პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, "თეგეტა ჰოლდინგი" საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო ტექნიკას მიაწოდებს.
"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილმა კომპანიამ Construction Machinery Georgia "ლიბჰერთან" (Liebherr) თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 14 მაისს, წინანდალში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე. სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, "თეგეტა ჰოლდინგი" საქართველოსა და სომხეთის ბაზარს გერმანული პრემიუმ ბრენდის სამშენებლო და სამთო-მომპოვებელ ტექნიკას ექსკლუზიურად შესთავაზებს.
რაფაელ გოპფელი, "ლიბჰერის" სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი ტექნიკის მიმართულების გენერალური დირექტორი: — "რეგიონის მასშტაბით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. როდესაც გადავწყვიტეთ, საქართველოსა და სომხეთში შემოვსულიყავით, სწორედ მაშინ შევხვდით "თეგეტა ჰოლდინგს" და პარტნიორობა შევთავაზეთ. მათზე არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გავაკეთეთ. ახლა, საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის დროს, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. შევხვდი "თეგეტა ჰოლდინგის" პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ".
წინანდალში გამართულ შეხვედრაზე Construction Machinery Georgia-სა და Fayat group-ის წევრი "მარინის" (Marini) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია უკვე არის უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდის, "ბომაგის" (Bomag) ოფიციალური დილერი.
სამივე პრემიუმ ბრენდი საგზაო, სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სრულ ხაზს ფარავს.
ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: — "ლიბჰერთან", "ბომაგთან" და "მარინისთან" თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიახლით "თეგეტა ჰოლდინგი" და Construction Machinery Georgia ადგილობრივ ბაზარს საგზაო-სამშენებლო ტექნიკის სრულ სპექტრს შესთავაზებს, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათი ბიზნესისთვის. გვექნება შესაძლებლობა, "თეგეტა ჰოლდინგის" პორტფელში შემავალი მძიმე ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ბაზრის ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენი ბრენდების საშუალებით დავფაროთ".
საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდების ოპერირების აღსანიშნად წინანდალში გამართულ შეხვედრას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, "ლიბჰერის" (Liebherr), "ბომაგისა" (Bomag) და "მარინის" (Marini) წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომხმარებლები.
შეხვედრაზე კომპანიების პრეზენტაციები გაიმართა. Construction Machinery Georgia-მ კი სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
გარდა ამისა, ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ადგილზე გასცნობოდნენ "ბომაგის" (Bomag) საგზაო-სამშენებლო ტექნიკას.
იონას ბეჩევიუსი, "ბომაგის" გაყიდვების რეგიონული მენეჯერი: — "ბომაგისთვის საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. აქ ბევრ საგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ვხედავთ დიდ პოტენციალს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. "ბომაგისთვის", "თეგეტა ჰოლდინგისა" და "ქონსთრაქშენ მაშინერი ჯორჯიას" შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება იყო. "თეგეტა" დიდი, კარგად ცნობილი ჰოლდინგია. აღსანიშნავია ისიც, რომ მას გზების მშენებლობის მიმართულებით პარტნიორობის კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ ეს გახდა "ბომაგის" დილერად მისი შერჩევის მიზეზი".
ბრენდების შესახებ: "ლიბჰერი" (Liebherr) გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში წამყვან ადგილს იკავებს. დღეს Liebherr-ის ბრენდი 140-ზე მეტ ბიზნესგაერთიანებას მოიცავს და 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
"ბომაგი" (Bomag) და "მარინი" (Marini) უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Fayat group-ის წევრი კომპანიები არიან.
გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით და გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. კომპანია დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Marini ლიდერია ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით და დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.
აღნიშნულ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, Construction Machinery Georgia მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს შესთავაზებს. კომპანიაში ტექნიკის სერვისს დატრენინგებული, კვალიფიციური მექანიკოსები, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის მეშვეობით განახორციელებენ.
"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. "თეგეტა ჰოლდინგი", 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები