მეცნიერებმა ვირთხები ალკოჰოლიკებად აქციეს — შემდეგ კი განკურნეს
მოზარდობის პერიოდში ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება — როგორც ადამიანებში, ასევე ვირთხებში. ერთი ასეთი ცვლილება გავლენას ახდენს გენზე, რომელიც ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ეს ზრდასრულ ასაკში იწვევს შფოთს და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილებას.
ოთხშაბათს, 4 მაისს გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევართა ჯგუფმა აღწერა თუ როგორ გამოიყენეს ეპიგენეტიკური რედაქტირება ცვლილებების განსახორციელებლად. კვლავ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
"ნაადრევად ალკოჰოლის ხშირად მიღებას შეუძლია ტვინზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ჩვენი კვლევის შედეგები გვთავაზობს იმის მტკიცებულებას, რომ გენის რედაქტირება არის პოტენციური ანტიდოტი ამ ეფექტებისთვის. ეს ტვინის ერთგვარი გადატვირთვის საშუალება იქნება", — ამბობს ფსიქიატრი და ეპიგენეტიკოსი სუბჰაშ პანდეი, კვლევის თანაავტორი.
მკვლევარებმა ვირთხები ალკოჰოლიკებად აქციეს — შემდეგ კი განკურნეს
დნმ-ის ფაქტორმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს უჯრედებზე, რაც გამოიწვევს დრამატულ ცვლილებებს. მაგალითად, მოზარდობის პერიოდში ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება შეაფერხოს ტვინის ნორმალური განვითარება ARC გენის შემცირებით. ("ARC" მოკლე აქტივობაზე რეგულირებადი ციტოჩონჩხის ასოცირებული ცილაა). მას შეუძლია შეცვალოს ტვინის ნაწილის განვითარება, რომელსაც ამიგდალა ეწოდება.
ახალი კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა ოთხიდან ექვსი კვირის ასაკის ვირთხების ჯგუფს (დაახლოებით 10-დან 18 წლამდე ადამიანების ეკვივალენტური) მისცეს ალკოჰოლზე წვდომა. ამით მათ მოზარდების მიერ ჭარბი სასმელის მოხმარების სიმულაცია მოახდინეს. ზოგიერთ ვირთხაში მათ გამოიყენეს გენის რედაქტირების ინსტრუმენტი სახელწოდებით CRISPR-dCas9. ეს დნმ-ის მანიპულირებისთვის, რათა შეეცვალათ ალკოჰოლისგან გამოწვეული დაზიანებები. შემდეგ ვირთხები, რომლებმაც გაიარეს "ეპიგენეტიკური რემოდელირება", უკეთესად აღწევდნენ თავს ლაბირინთებს და ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი ალკოჰოლისკენ, ვიდრე ვირთხები, რომლებსაც არ მიუღიათ მკურნალობა.
შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
მომავალი ადამიანებისთვის?
ეს კვლევა ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების პრობლემის დასაძლევად რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს ადასტურებს კავშირს თინეიჯერულ ფაქტორსა და ARC გენს შორის. ასევე ეს მკურნალობის პერსპექტიული მეთოდია. თუმცა, ალბათ, კიდევ დიდი დრო იქნება საჭირო, სანამ ასეთი მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება ადამიანებისთვის.
"კვლევა გვეხმარება უკეთ გავიგოთ, რა ხდება განვითარებად ტვინში, როდესაც საქმე გვაქვს ალკოჰოლის მაღალ კონცენტრაციასთან. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს გვაძლევს იმედს, რომ ერთ დღეს გვექნება ეფექტური მკურნალობა შფოთვითი და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობების", — ამბობს პანდეი.
კომენტარები