მეგან ფოქსის თქმით, ის და თავისი საქმრო ერთმანეთის სისხლს რიტუალური მიზნით სვამენ
ფოტო: iHeartMedia / Getty Images
ამერიკელი მოდელისა და მსახიობის, მეგან ფოქსის თქმით, ის და თავისი საქმრო, Machine Gun Kelly, ერთმანეთის სისხლს სვამენ, თუმცა, ეს შეიძლება ზოგმა არასწორად გაიგო.
"ერთმანეთის სისხლს რომ ვსვამთ, ამან ხალხი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ჩვენ თასებით წარმოგვიდგინოს, როგორც ეს Game of Thrones-შია", — ამბობს ფოქსი, — "მარტო რამდენიმე წვეთს, თუმცა, კი, ერთმანეთის სისხლს ვიღებთ ხოლმე, მხოლოდ რიტუალური მიზნით".
ფოქსი, რომელიც აპრილის თვეში ბრიტანული Glamour-ის გარეკანზე მოხვდა, ამბობს, რომ ასტროლოგია, მეტაფიზიკური პრაქტიკა და მედიტაცია აინტერესებს.
მსახიობის თქმით, როცა ის და თავისი პარტნიორი სისხლის სმის რიტუალს ასრულებენ, ეს ერთგვარი დამაკავშირებელი გზაა, რომელსაც მიზანი აქვს.
"იგი უფრო დაუფიქრებლად და ქაოსურად მოქმედებს, მზადაა მკერდი გატეხილი მინით გადაიხსნას და მითხრას, იბოძე ჩემი სულიო", — აღნიშნავს მეგანი თავის პარტნიორზე საუბრისას.
სხვათა შორის, ფოქსის ნიშნობის ბეჭედსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე თვის წინ — წვეტებიანი რგოლი მოსახსნელად მტკივნეულია.
ფოტო: Emma Mcintyre / Getty Images
მეგანი და Machine Gun Kelly, რომელიც მუსიკოსია, კიდევ ერთ ცნობილ წყვილთან, კორტნი კარდაშიანთან და ტრევის ბარკერთან, მეგობრობენ. თუმცა, ფოქსის თქმით, ბავშვებისა და კორტნის და ტრევისის მიჯაჭვულობის გამო მათთან ურთიერთობას მაინცდამაინც ხშირად ვეღარ ახერხებენ.
ბრიტანულ ჟურნალთან საუბარში ფოქსმა ასევე ისაუბრა თავის შვილებზე. მსახიობის თქმით, თავის სამ შვილთან გენდერულ იდენტობაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ადრეულ ასაკში კაბების ჩაცმა დაიწყო.
მეგანი ამბობს, რომ უამრავი წიგნი იყიდა, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა. მათი ნაწილი ტრანსგენდერი ბავშვების მიერ იყო დაწერილი.
"ზოგიერთი წიგნი იმაზეა, როგორ შეგიძლია იყო ბიჭი და კაბა გეცვას. შეიძლება საკუთარი თავი სამოსით გამოხატო ისე, როგორც გინდა და ამას სექსუალობასთან საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი", — ამბობს მსახიობი, — "მათ ამას ადრეული ასაკიდანვე ვეუბნებოდი ყოველდღიურად, რომ თავი უცნაურად ან განსხვავებულად არ ეგრძნოთ".
ფოქსი ასევე აღნიშნავს, რომ შვილებს სოციალურ ქსელებს არიდებს, თავის ანგარიშებს კი სხვა მართავს.
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები