როდის გახდება კაცობრიობა I ტიპის ცივილიზაცია — ახალი ნაშრომი ჩვენს ლიმიტებს იკვლევს
კაცობრიობის ცივილიზაციის პროგრესის გაზომვის რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს მოსახლეობის ზრდა, იმპერიების აღზევება, დაცემა და ჩვენი ტექნოლოგიური უნარი, მივაღწიოთ ვარსკვლავებს.
თუმცა, ერთი მარტივი საზომი არის გამოვთვალოთ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ. რამდენადაც კაცობრიობა ვრცელდება და ვითარდება, ენერგიის გამოყენების უნარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სასარგებლო თვისებაა.
თუ ვივარაუდებთ, რომ სხვა პლანეტაზე არსებულ ცივილიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი მსგავსი უნარები, სახეობის მიერ ენერგიის მოხმარება კარგი საზომი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური განვითარების მხრივ. სწორედ ამას გულისხმობს ცნობილი კარდაშევის სკალაც.
რუსმა ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა შემოგვთავაზა სკალა 1964 წელს. მან ცივილიზაციები სამ ტიპად დაყო: პლანეტარული, ვარსკვლავური და გალაქტიკური.
I ტიპის ცივილიზაციას შეუძლია გამოიყენოს ენერგია იმ მასშტაბით, რომელიც ტოლია ვარსკვლავური ენერგიის რაოდენობისა, რომელიც აღწევს ცივილიზაციის მშობლიურ პლანეტას. II ტიპის ცივილიზაციას შეუძლია გამოიყენოს ენერგია ბოლომდე თავისი ვარსკვლავის მასშტაბით, ხოლო III ტიპის ცივილიზაცია უკვე სრულად გალაქტიკის ენერგიას იყენებს.
იდეა კიდევ უფრო პოპულარული გახდა კარლ სეგანთან ერთად, რომელმაც შემოგვთავაზა გაზომვის უწყვეტი მასშტაბები და არა უბრალოდ სამი ეტაპი.
მაშ ასე, რა ტიპის ცივილიზაცია ვართ ჩვენ ახლა? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იყენებენ დიდი რაოდენობის ენერგიას, გამოდის, რომ ჩვენ პირველი ტიპის ცივილიზაციაც კი არ ვართ. დედამიწაზე საშუალოდ 1016 ვატი მზის ენერგია აღწევს და კაცობრიობა ამჟამად იყენებს დაახლოებით 1013 ვატს. სეიგანის მასშტაბით, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად დაახლოებით 0,73-ზე ვართ.
ეს არც ისე ცუდია, ერთი ჩვეულებრივი პრიმატის ფონზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განვითარდა, მაგრამ ჩნდება შეკითხვა. შეიძლება მივაღწიოთ I ტიპის ცივილიზაციამდე?
სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ arXiv-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში. ნაშრომი განიხილავს ენერგიის სამ ძირითად წყაროს: წიაღისეულ საწვავს, ბირთვულ და განახლებადს. ამით ხდება გამოთვლა ჩვენი ცივილიზაციის პოტენციური ზრდა.
ერთის მხრივ, I ტიპის ცივილიზაციამდე მიღწევა საკმაოდ მარტივი ჩანს. აქციეთ ენერგიის წარმოება თქვენს მთავარ პრიორიტეტად და საბოლოოდ მიაღწევთ მას. თუმცა, ენერგიის თითოეულ ტიპს აქვს თავისი შეზღუდვები.
უკიდურეს შემთხვევაში, როგორიცაა წიაღისეული საწვავის ყოველი უნციის გამოყენება, შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილება, რომელმაც მთლიანად პლანეტაზე სიცოცხლეს შეიძლება შეუქმნას პრობლემა. I ტიპის ცივილიზაცია კი ვერ გავხდებით, თუ გადავშენდებით.
ასე რომ, გუნდმა უფრო ნიუანსირებული მიდგომა არჩია; გაანალიზა რა თითოეული ტიპის ენერგიის წყაროს ფიზიკური შეზღუდვები და გააწონასწორა ისინი კლიმატის ცვლილებისა და დაბინძურების დონის შეზღუდვის აუცილებლობის პარალელურად. მათ აღმოაჩინეს, რომ რეალისტური შეზღუდვებითაც კი, შესაძლებელია კაცობრიობისთვის I ტიპის ცივილიზაციის დონის მიღწევა. თუმცა, ეს 2371 წლამდე არ მოხდება.
თუმცა, ნუ მოიწყენთ. ეს სულაც არ არის ცუდი. კარდაშევის შკალა არის ძალიან ბლაგვი ინსტრუმენტი ადამიანების ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზუსტად გასაზომად. მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე ცივილიზაციები მოითხოვს მნიშვნელოვან ენერგიას, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორაა შესაძლებელი დაბალი ენერგიის გამოყენებით გამოთვლების გაუმჯობესება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ გავხდეთ I ტიპის ცივილიზაცია, შესაძლებელია, რომ ჩვენ ნამდვილად წინ წავიწიოთ და ეს ზედმეტი ენერგიის მოხმარების გარეშეც.
კომენტარები