მალე მთვარე და ოთხი პლანეტა ერთ ხაზზე განლაგდება — როდის და საიდან ვიხილავთ
მალე მთვარე რამდენიმე პლანეტასთან ერთად ჩამწკრივდება ცაზე. 23 აპრილს სატურნს, მარსს, ვენერასა და იუპიტერს ჩრდილოეთ-ნახევარსფეროში, გამთენიისას, დავინახავთ ჰორიზონტზე. მერკური მათ ივნისის შუა რიცხვებში შეუერთდება.
პლანეტები ერთ ხაზზე მაშინ მწკრივდება, როდესაც თავ-თავიანთი ორბიტები მათ დედამიწის ხედვით ცის ერთსა და იმავე რეგიონში აქცევს. ამგვარი მოვლენები იშვიათი არაა, თუმცა არც ხშირად ხდება: ბოლოს ღამის ცაზე ხუთი პლანეტა 2020 წელს ჩამწკრივდა, მანამდე კი 2016-სა და 2005 წლებში.
პლანეტების ჩამწკრივებას დრო სჭირდება. ვენერა, მარსი და სატურნი ღამის ცაზე მარტის ბოლოდან არიან "მეზობლები". დედამიწიდან რომ შევხედოთ, 4 და 5 აპრილს ისინი ძალიან ახლოს მივიდა ერთმანეთთან — მარსი და სატურნი იმაზე ნაკლებად დაშორებულიც კი ჩანდა, ვიდრე სავსე მთვარის სიგანეა სამხრეთ-აღმოსავლეთში, დილის ცაზე.
იუპიტერი ტრიოს აპრილის შუა რიცხვებში შეუერთდა. 23 აპრილს მთვარე სატურნის მარჯვნივ გამოჩნდება. მარსს სატურნის ქვემოთ და მარცხნივ ნარინჯისფერი წერტილის სახით ვიხილავთ, ვენერა კი მარსის ქვემოთ და მარცხნივ შედარებით კაშკაშა სინათლის სახით წარმოგვიდგება. იუპიტერი ცაზე ყველაზე ქვემოთ, ყველაზე მარცხნივ იქნება.
პლანეტები ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მზის ამოსვლამდე 45-60 წუთით ადრე გამოჩნდება. მთვარე ჰორიზონტზე 29 აპრილამდე დარჩება, დანარჩენი ოთხი პლანეტა კი — ივლისის დასაწყისამდე. მერკური მწკრივში 10 ივნისს გამოჩნდება ზოგიერთი ადგილიდან. პლანეტები აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ გადავა, კი მწკრივის დასანახად საუკეთესო პირობები კი ივნისის ბოლოს იქნება.
ჩრდილოეთ-ნახევარსფეროდან ურანის და ნეპტუნის ხილვაც იქნება შესაძლებელი. ურანი კერძოდ მერკურსა და მარსს შორის იქნება და იმ ადგილებიდან გამოჩნდება, სადაც ბევრი სინათლე არ არის. შესაძლოა, იგი საკმარისად შებინდებულ ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოთ, თუმცა ბინოკლით მის დათვალიერებას უკეთ შეძლებთ. დაბოლოს, ნეპტუნის დასანახად ტელესკოპი დაგჭირდებათ.
კომენტარები