ლონდონის ეროვნულმა გალერეამ დეგას "რუს მოცეკვავეებს" სახელი შეუცვალა და "უკრაინელი მოცეკვავეები" უწოდა
ფოტო: The National Gallery in London
ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფრანგი ფერმწერის, ედგარ დეგას, ტილოს რუსი მოცეკვავეები სახელი შეუცვალა და უკრაინელი მოცეკვავეები უწოდა. დაწესებულების ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სხვა კულტურული ინსტიტუტებისთვის ბიძგის მიცემას, რათა უკრაინული ხელოვნებისა და მემკვიდრეობის მცდარი ინტერპრეტაციები შეასწორონ.
იმპრესიონისტი მხატვრის პასტელში შესრულებული ნამუშევრისთვის სახელის შეცვლას ეროვნულ გალერეას ინტერნეტმომხმარებლებიც სთხოვდნენ. მოტივი ნახატის ერთ-ერთი დეტალი იყო — ტილოზე გამოსახულ მოცეკვავეებს თმას უკრაინის ფერებში, ლურჯ-ყვითელში, გადაწყვეტილი ლენტები უმშვენებს.
"ამ ნახატის სახელწოდება წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო მკვლევრებისთვის", — ამბობს ეროვნული გალერეის წარმომადგენელი, — "თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიექცა. ამდენად, მივიჩნიეთ, რომ ნახატის თემის უკეთ ასახვის მიზნით ნამუშევრისთვის სახელის შესაცვლელად შესაფერისი დრო იყო".
გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა წარმოშობით უკრაინელი ხელოვნებათმცოდნე მარია კაშჩენკო.
"მესმის, რომ 'რუსული ხელოვნება' ერთგვარ ქოლგა ტერმინად იქცა, რომელიც წინათ მოსახერხებელი იყო გამოსაყენებლად, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ახლა ყველაფერი შევასწოროთ", — ამბობს მარია, — "როგორც უკრაინელ ადამიანს, ადრე ხშირად მომიხსენიებდნენ რუსად. იყო შემთხვევებიც, როცა უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას რუსულად წარმოაჩენდნენ".
სხვა ბრიტანული კულტურული დაწესებულებები ასევე ბევრმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო ლონდონში უკრაინული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოლესია ჰრომეიჩუკი.
"ლონდონის გალერეაში ან მუზეუმში ყოველი სტუმრობისას ვხედავ, რომ საბჭოთა ხელოვნების ან კინოს გამოფენისას მთელი რეგიონი არასწორად, თავის შეუწუხებლად არის წარმოჩენილი ერთ უსასრულო რუსეთად. დაახლოებით ისე, როგორც რუსეთის ფედერაციის ახლანდელ პრეზიდენტს სურს, რომ ეს იყოს", — აცხადებს ოლესია.
ლონდონის ეროვნული გალერეის ცნობით კი, ისინი კვლევას განაგრძობენ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნების ნიმუშების სახელწოდებებს და მათ შესახებ ინფორმაციას განაახლებენ.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები