ოკუპანტებმა მარიუპოლში წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობას გაუხსნეს ცეცხლი. ინფორმაციას აზოვის პოლკი ტელეგრამზე ავრცელებს.

"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებსა და პრინციპებს. ამჯერად მათ ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ ჩაიდინეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში