სუიციდის პრევენციის პოლიტიკა საქართველოში — კვლევის შედეგები
ფოტო: Suicide Prevention Resource Guide
ორგანიზაციამ "პრევენცია პროგრესისთვის", ევროპის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში სუიციდის პრევენციის პოლიტიკა შეისწავლა. კანონმდებლობისა და სუიციდის პოლიტიკის ანალიზის პროცესმა ცხადყო, რომ საქართველო როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ისე სერვისების შეთავაზების მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევები წინაშე დგას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, თვითმკვლელობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 15-29 წლის ასაკის მოზარდებში დგას. ამ ასაკობრივ ჯგუფში, სუიციდი გარდაცვალების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის მეორეა. თვითმკვლელობის კუთხით, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები წამოადგენენ. სუიციდს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას, საზღვრები არ აქვს და ის თანაბრად შეიძლება შეეხოს ყველა საზოგადოებას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს შემუშავებული ჰქონდეს სუიციდის პრევენციის სტრატეგია, რომელიც, როგორც წესი, ფსიქიკური ჯამრთელობის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. სასურველია სტრატეგია აერთიანებდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: პრობლემის მუდმივი ანალიზის სისტემა; სუიციდისადმი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება; თვითმკვლელობის ქცევის რისკისა და დამცავი ფაქტორების გამოვლენა; თვითმკვლელობის ან/და მისი მცდელობების მეთოდებისა და საშუალებების აღწერა; უწყებებს შორის ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის სისტემის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით კვლევების მუდმივად განხორციელება.
საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამჟამად განსაზღვრული არ არის სუიციდისა და სუიციდის მცდელობების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სანდო სისტემა. არ არის იდენტიფიცირებული ერთი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესს. მონაცემები სხვადასხვა სექტორში მუშავდება და გარდა იმისა, რომ არსებობს საფუძვლიანი კითხვები დამუშავების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდია ცდომილება იმ მონაცემებს შორის, რომლებსაც ეს უწყებები ამუშავებენ და ოფიციალურად აქვეყნებენ. კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ აუცილებელია არსებობდეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის გადაწყვეტილებითაც განისაზღვრება მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო და წყაროები, საიდანაც უნდა ხდებოდეს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მონაცემების სისტემატიზებისა და ანალიზის მიზნით. მნიშვნელოვანია დეტალურად ჩამოყალიბდეს ის ინდიკატორებიც, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს მონაცემების დამუშავება.
სუიციდის პრევენციის მიზნით, უდიდესი მნიშვენლობა ენიჭება სუიციდის გამომწვევი მიზეზების ანალიზსაც, მიზანშეწონილია გამოიკვეთოს სუიციდის რისკ ჯგუფები, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშავონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, სუიციდის პრევენციის მიზნით. კერძოდ, შექმნან სუიციდის პრევენციის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები და გადამზადონ ის პროფესიონალები, რომელთაც შესაძლოა შეხება ჰქონდეთ ასეთი რისკის მქონე მოზარდებთან/ახალგაზრდებთან. ამასთან, მნიშვნელოვანი გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოების და განსაკუთრებით, რისკ ჯგუფების, მათი ოჯახის წევრების/ახლობლების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ.
კვლევის პარალელურად, ევროპის ფონდის დახმარებით, ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" პროექტის მიმდინარეობისას ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს ფეისბუქ და ვებგვერდის საშუალებით გარკვეულ სერვისსაც სთავაზობს. 17-24 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სუიციდური ფიქრები, ან სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ამ ასაკის ადამიანის სუიციდური ფიქრებისა თუ მცდელობების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზაციის ფსიქოლოგს და მიიღონ უფასო კონსულტაცია ანონიმურობის სრული დაცვით. პროექტის ფსიქოლოგი სათანადო მხარდაჭერას აღმოუჩენს ყველა ბენეფიციარს და შეეცდება დაეხმაროს მათ კრიზისული სიტუაციის დაძლევაში.
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
კომენტარები