ნახეთ University of Nevada Reno საერთაშორისო განათლების გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
University of Nevada Reno 1874 წელს დაარსდა ნევადას შტატში,ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო სტატუსის მატარებელი. ნევადას უნივერსიტეტი რენო კარნეგის ფონდის მიერ ერის საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტების რიგშია. უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წყვეტენ ჩვენი დროის აქტუალურ საკითხებს და უზრუნველჰყოფენ ახალ შესაძლებლოებს მომავალი თაობის ლიდერებისთვის. გასული ათწლეულის განმავლობაში, უნივერსიტეტი გაიზარდა დინამიური და რეკორდული ტემპით, რაც აისახა ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე, გაიზარდა ეროვნული დამსახურების მეცნიერთა რაოდენობა, სტუდენტთა მრავალფეროვნება,ფაკულტეტის მიღწევები და პროდუქტიულობა, ასევე ინფრასტრუქტურა.
ნევადას უნივერსიტეტში, რენოში არის მრავალფეროვანი დეპარტამენტები, განყოფილებები, ცენტრები, ლაბორატორიები და საოცარი ფაკულტეტები, პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალით.
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ პროგრამებს.
საბაკალავრო დონეზე სტუდენტებს დიდი არჩევანი აქვთ:
- საბუღალტრო და საინფორმაციო სისტემები
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკა (ორმაგი დიპლომი სოფლის მეურნეობის მეცნიერებაში და ეკონომიკაში)
- ატმოსფერული მეცნიერება
- ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია
- კომპიუტერული მეცნიერება და ინჟინერია
- სისხლის სამართალი
- ეკონომიკა
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საერთაშორისო ბიზნესი
- ჟურნალისტიკა
- მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია
- სამთო ინჟინერია
- ნეირომეცნიერება
- ფილოსოფია
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
- ბუღალტერია
- ანთროპოლოგია
- ხელოვნება: ვიზუალური ხელოვნება
- ატმოსფეროს მეცნიერება
- ბიოსამედიცინო ინჟინერია
- ბიზნესის ადმინისტრირება
- უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
- სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია
- კომპიუტერული მეცნიერება და ინჟინერია
- სისხლის სამართლი
- კიბერუსაფრთხოება
- გარემოსდაცვითი მეცნიერებები
- გეოლოგიური ინჟინერია
- ჰიდროგეოლოგია
შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამებია:
- ბიოქიმია
- ბიოსამედიცინო ინჟინერია
- ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
- უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
- ქიმიური ინჟინერია
- სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია
- ეკოლოგია, ევოლუცია და კონსერვაციის ბიოლოგია
- ინტეგრაციული ნეირომეცნიერება
უნივერსიტეტს აქვს უამრავი კლუბი და ორგანიზაცია, როგორიცაა სტუდენტური ჩართულობის კლუბი, ახალი სტუდენტური ინიციატივები, სტუდენტური კვლევის ოფისი, მულტიკულტურული ცენტრი, ფიტნესისა და რეკრეაციული სპორტის კლუბი.
რენო ნევადას უნივერსიტეტში სწავლის, ცხოვრების, დაზღვევის, ადმინისტრაციული ხარჯებისა და სასწავლო მასალების ღირებულების გათვალისწინებით წლიური საფასურია 40 067 ამერიკული დოლარი. უნივერსიტეტი აკადემიურად გამორჩეულ აპლიკანტებსა და სტუდენტებს აძლევს დაფინანსები მიღების შესაძლებლობასაც.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
კომენტარები