რუსეთმა ხარკოვის ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც საცდელი ბირთვული რეაქტორი ინახებოდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ანტონ გერაშენკომ დაადასტურა, რომ რუსეთმა ამ ღამით ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც საცდელი ბირთვული რეაქტორი ინახებოდა.
გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შესაძლოა, შენობის შიგნით არსებული ლაბორატორიები დაზიანებულიყო, თუმცა ამ დროისათვის ფონურ რადიაციაში ცვლილებები არ შეინიშნება. დაბომბვისაგან გამოწვეული ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეთა ჩარევით მოხერხდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უწყებით, მათ უკრაინულ მხარეს მაღალი რისკის შემცველი პათოგენების განადგურება ურჩიეს, რომელთაც ქვეყანაში არსებულ ლაბორატორიებში იკვლევენ. მოწოდება ომის მიმდინარეობისას რაიმე დაავადების შემთხვევით გავრცელების პრევენციას ემსახურება.
კომენტარები