ალტე უნივერსიტეტის ანგულარის კურსი — ისწავლე და გადაიხადე დასაქმების შემდეგ
ყველა ციფრული სამყაროს ნაწილი ვართ. ყოველდღიურად ათობით აპლიკაციას ვიყენებთ, არაერთ ვებგვერდს ვსტუმრობთ. გართობა, მუშაობა თუ უბრალოდ დასვენება ციფრული არხების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. IT სპეციალისტები ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი საქმიანობისა თუ ცხოვრების შეუფერხებლად წარმართვაში, ამიტომ ამ მიმართულებით პროფესიის გაგრძელება მომგებიანია, უმსხვილესი კომპანიები კი კონკურენციაში არიან ჩართული, რათა საუკეთესო კადრების მოზიდვა შეძლონ.
რატომ ანგულარის კურსი?
ანგულარი ფრონტ-ენდ პროგრამირების ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა, სამწუხაროა, რომ ბევრი კომპანია განიცდის ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობას. ანგულარი ისეთი აპლიკაციებისა და ვებ-გვერდების აწყობას გულისხმობს, რომლებიც მომხმარებლებს ერთ გვერდზე მრავალი სხვადასხვა ოპერაციის შესრულების შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად, Googles პოპულარული პლატფორმები, საბანკო ვებგვერდები და სხვა აპლიკაციები.
ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, ირინა დავითაშვილი ახალი საგანმანათლებლო კურსისა და დასაქმების რეალური გარანტიების შესახებ გვესაუბრა.
"როცა სასწავლო პროგრამებზე ვფიქრობდით და მოკვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ საქართველოს დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ანგულარია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ არჩევანი ამ მიმართულებაზე და მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოში მოქმედ სამ უმსხვილეს კომპანიასთან: საქართველოს ბანკთან, ტერა ბანკთან და აჭარაბეთთან, რომლებიც კურსდამთავრებულებს მათთან თანამშრომლობასა და დასაქმების შემდგომ სწავლის გადასახადის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებას სთავაზობენ. ეს კომპანიები არ განიხილავენ ერთეული კურსდამთავრებულის დასაქმებას, უფრო მეტიც, ისინი გეგმავენ ყველა წარმატებულ სპეციალისტთან თანამშრომლობას.", — გვეუბნება ირინა.
ანგულარის კურსის ღირებულება ამჟამად 3 900 ლარია, თუმცა ალტე უნივერსიტეტს მსურველებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვს: წინასწარ მონაწილე იხდის კურსის სრული საფასურის მხოლოდ 30%-ს, ხოლო დარჩენილ 70%-ს კი კურსის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ გადაიხდის.
სწავლება რეალურ პროექტზე მუშაობით
კურსზე მუშაობისას, ალტე უნივერსიტეტში მეორე კვლევაც ჩაატარეს, რათა განესაზღვრათ, როგორი უნდა იყოს სწავლის პროცესი და რა საჭიროებებია დასაქმების ბაზარზე. კვლევის შედეგად კი შეიმუშავეს ჰოლისტური მიდგომა, რომელიც მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
"სწავლის პროცესის უკეთ დასაგეგმად, ჩავატარეთ მეორე კვლევაც. დავუკავშირდით ბევრ პროგრამისტს, კურსდამთავრებულს თუ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თეორიული სწავლებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსი დაიგეგმა მსგავსად — პროგრამის 10-15% დაეთმობა თეორიულ ნაწილს, ხოლო დანარჩენი დრო კი - პრაქტიკულ მუშაობას. კურსის მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე და ჩვენთან მიღებულ ცოდნას სწავლების პროცესშივე გამოიყენებენ პრაქტიკაში.", — აღნიშნავს ირინა.
აკადემიური პერსონალი
6-თვიანი კურსი 21 მარტს დაიწყება. კურსზე დარეგისტრირებას 40 ადამიანი შეძლებს. შეიქმნება ორი გუნდი, რომელთაც ანგულარ მიმართულების წამყვანი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ. ლევან ჯმუხაძე, საქართველოს ბანკის ყოფილი ანგულარ სპეციალისტი, ამჟამად საერთაშორისო კომპანია ShareMac-ის Front-end დეველოპერი. მეორე ლექტორი კი კოტე ლაფერაშვილია, რომელიც საჯარო რეესტრის ანგულარ სპეციალისტი იყო და ამჟამად ისიც ShareMac-ის გუნდს შეუერთდა.
ის, რაც ანგულარის კურსზე დარეგისტრირებამდე უნდა გაითვალისწინოთ
ირინა გვეუბნება, რომ ონლაინ კურსი საღამოს საათებში ჩატარდება, რათა დასაქმებული ადამიანების გრაფიკს მაქსიმალურად მოერგონ.
"ლექციების გრაფიკი მაქსიმალურად მორგებულია დასაქმებულ ადამიანებზე, ამიტომ სწავლება კვირის დღეებში საღამოს საათებში იქნება, ხოლო შაბათს - დღის საათებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ადამიანი გადაწყვეტს, ანგულარ სპეციალისტი გახდეს, ის მხოლოდ ლექციების მოსმენით ამას ვერ შეძლებს, ეს შრომატევადი, პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცესია და ადამიანებს ლექციების დამთავრების შემდეგაც მოუწევთ პრაქტიკული მუშაობა", — ამბობს ირინა და ამატებს, რომ კურსით დაინტერესებულ ადამიანებს გარკვეული საკვალიფიკაციო ცოდნა მოეთხოვებათ — "JavaScript, HTML, CSS - პროგრამისტმა ეს სამი საბაზისო ენა საშუალო დონეზე უნდა იცოდეს იმისთვის, რომ ანგულარის გაგება შეძლოს".
გარდა მსხვილ დამსაქმებლებთან გაფორმებული მემორანდუმებისა, რაც დასაქმების მყარ გარანტიას ქმნის, როგორც ზემოთ აღინიშნა, უნივერსიტეტი კურსით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ საწყის ეტაპზე გადაიხადონ სწავლის საფასურის მხოლოდ 30% და დარჩენილი თანხა 70 %-ის ოდენობით დასაქმების შემდეგ დაფარონ, რაც ირინას თქმით, "დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვის ნიშანს უპასუხებს".
სხვა კურსები ალტე უნივერსიტეტში
თუ ანგულარ მიმართულებით დაინტერესდით, მაგრამ პროგრამირების სამი საბაზისო ენა არ იცით, ალტე უნივერსიტეტში ამ ენების სწავლაც შეგიძლიათ, რომელთა გავლის შემდეგ ანგულარ კურსზე დასწრებასაც შეძლებთ. JavaScript, CSS და HTML ენებზე რეგისტრაციისთვის მომდევნო სასწავლო წლამდე მოგიწევთ მოცდა, რადგან რეგისტრაცია ამ ეტაპისთვის დასრულებულია, ამჯერად კი პროგრამისტები ანგულარის შესწავლას შეძლებენ.
ანგულარის კურსზე მოსახვედრად, აუცილებლად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენელი კი მალე დაგიკავშირდებათ და შესარჩევ პროცესს ინდივიდუალური გასაუბრებით გაივლით.
როგორც ირინა გვეუბნება, რომ ალტე უნივერსიტეტში სურთ, მსოფლიო სიახლეებს მიჰყვნენ და შექმნან ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა, რომელიც თითოეულ მსურველს მისცემს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების უნიკალურ შესაძლებლობას.
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები