უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას. უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, უკრაინა იცავს მთელ სამყაროს. ეს სამყარო არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. აგრესორმა წუხელ ღამით დაადასტურა, რომ ის არის მომაკვდინებელი, საშიში მხეცი, რომელიც ბირთვული ტერორის წინაშეც კი არ გაჩერდება. აგრესორი არ ფიქრობს ადამიანებზე, არც საკუთარ მოსახლეობაზე, არც მშვიდობიან უკრაინელებზე. იმპერიები არ არის ხალხისთვის, იმპერიები მხოლოდ ტირანებისთვისაა.
ახლა ეს ტირანი ცდილობს ჩვენ დაჩაგვრას, დაპყრობას და დამორჩილებას. ეს არაა ჩვენთვის, ეს არაა უკრაინელებისთვის, ეს არაა ქართველებისთვის. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი, დიდებული და ერთიანი. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენი პრეზიდენტი არ იმალება ბუნკერში, ის საკუთარ ხალხთანაა.
ის გამოვიდა სიტყვით, რადგან მხარი დაეჭირა თქვენს შეკრებას და მადლობა ეთქვა თქვენთვის. დიდი მადლობა ჩვენო მეგობრებო, მათ ყველას ვინც ყოველ საღამოს მოდის აქ ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. დიდება უკრაინას!
კომენტარები