ევროკომისია რუსეთთან სამეცნიერო და კვლევით პროგრამებს აჩერებს. ასევე, ევროკომისია არ გააფორმებს ახალ კონტრაქტებსა და ხელშეკრულებებს რუსულ ორგანიზაციებთან.

"ევროკავშირის კვლევითი თანამშრომლობა ემყარება იმ თავისუფლებებისა და უფლებების პატივისცემას, რომლებიც საფუძვლად უდევს სრულყოფილობას და ინოვაციას. რუსეთის საზარელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა ამ ღირებულებებზე. ამიტომ, დროა დავასრულოთ რუსეთთან კვლევითი თანამშრომლობა", — განაცხადა ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი ევროპის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში