სამი გალაქტიკის შეჯახება — ჰაბლმა გასაოცარი მოვლენა გადაიღო
ეს ყველაფერი ჩვენგან 681 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და ერთ დიდ ობიექტს ჰგავს, მაგრამ აქ თურმე ბევრად მეტი ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
როგორც აღმოჩნდა, ობიექტი, რომელიც ნაჩვენებია ჰაბლის ახალ გამოსახულებაში — სახელწოდებით IC 2431 — არის არა ერთი გალაქტიკა, არამედ სამი. კადრებში მათი შერწყმაა ასახული. მეცნიერების თქმით, ეს ყველაფერი ერთ დღეს სამი გალაქტიკის გაერთიანებით დასრულდება და ის ერთ გიგანტურ გალაქტიკას გააჩენს.
ასეთ ობიექტებზე დაკვირვება დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან მასიური გალაქტიკები მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში.
მსგავსი გალაქტიკური შერწყმა შეიძლება იშვიათი იყოს, მაგრამ ეს როგორც ჩანს, გალაქტიკური ევოლუციის პროცესის საკმაოდ განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ირმის ნახტომმა განიცადა მრავალი გალაქტიკური შერწყმა თავისი 13,6 მილიარდი წლიან ისტორიაში. ასტრონომები ფიქრობენ, რომ გალაქტიკები გრავიტაციულად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისინი შესაძლოა გადანაწილებული არიან კოსმოსური ქსელით, რომელიც გადაჭიმულია და სასიცოცხლო როლს ასრულებს სამყაროს ფორმირებაში.
მეცნიერების თქმით, გალაქტიკების ასეთი შეჯახებების დროს სპეციალური ვარსკვლავთმწარმოებელი გაზი იკუმშება და ეს ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას იწვევს.
როგორც წესი, ორობითი გალაქტიკური შეჯახება ყველაზე ხშირია, მაგრამ მეცნიერებს რამდენიმე სამმაგი შერწყმაც აქვთ დაფიქსირებული. შერწყმის გვიან ეტაპებზე, სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც თითოეული გალაქტიკის ცენტრებშია, ერთმანეთის გარშემო მოძრაობას იწყებენ.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ საბოლოოდ, ეს შავი ხვრელებიც გაერთიანდებიან და წარმოქმნიან კიდევ უფრო სუპერმასიურ შავ ხვრელს.
სრული რეზოლუციის ფოტოს ჩამოტვირთვა, სადაც გალაქტიკების შერწყმაა ასახული, ESA-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.
კომენტარები