როდის განსჯიან ადამიანები სხვების გარეგნობას გაუცნობიერებლად — 8 პასუხი
ფოტო: Dribbble
გარეგნობაზე დაცინვა რომ მიუღებელი ქმედებაა, ამაზე ადამიანთა უმეტესობა თანხმდება. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა გარეგნობის გამო სხვისი განსჯა ადამიანს განზრახული არ აქვს, მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარი კომენტარების მეშვეობით სწორედ ამას აკეთებს. მართალია, კომენტარის ავტორისთვის ეს გაუცნობიერებლად ხდება, თუმცა იმ ადამიანისთვის, რომლის წონასა თუ სიმაღლესა შეუმჩნევლად აკრიტიკებენ, ნებისმიერი სიტყვა მაინც მძიმე მოსასმენია.
მაგალითად, კრიტიკულ შეფასებებს შეუძლიათ მენტალური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გააუარესონ, როგორიც კვებითი აშლილობაა. კვებითი აშლილობა მენტალური მდგომარეობაა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებულ არაჯანსაღ ჩვევებს უკავშირდება. ამ დროს ადამიანს სხეულის ფორმებთან ან საკვებთან დაკავშირებით ობსესიური დამოკიდებულება უჩნდება.
სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, გარეგნობის შესახებ სწორედ "უწყინარი" კომენტარები თუ ხუმრობებია იმის მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ. როდის განსჯიან ადამიანები სხვების გარეგნობას გაუცნობიერებლად? ამაზე სოციალური ქსელების 8 მომხმარებლის პასუხს გთავაზობთ:
1. " როცა წონაში კლებასთან დაკავშირებით კომპლიმენტს გეუბნებიან. გამხდარიც ვყოფილვარ და წონაც ხშირად მომიმატებია. როცა წონაში ვიკლებდი, ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვისმენდი. ვიცი, რომ ადამიანებს კარგი განზრახვა ჰქონდათ და მადლობასაც ვუხდიდი, მაგრამ ის აზრი არ მასვენებდა, რომ წონაში დაკლებამდე საზიზღარი მონსტრი ვიყავი", — delorienaz
2. "როცა პატარა პენისზე ხუმრობენ, უბრალოდ შეწყვიტეთ!"
3. "როცა სიმაღლის შესახებ ხუმრობები არ სრულდება. "როგორი ამინდია მაღლა? ან "შენ კალათბურთი უნდა ითამაშო" — ეს მაღალი ადამიანებისთვის ნაცნობი ფრაზებია, რაც ქალისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან მაღალი ქალი ნაკლებად ფემინურად მიიჩნევა. მერე რა, თუ წყვილში ქალი კაცზე მაღალია?! დიდი ამბავი!"
4. "როცა შენზე გაცილებით გამხდარი ადამიანი თავის წონაზე გეწუწუნება", — meaganhibbert1
ფოტო: Dribbble
5. "როცა გამხდარ ადამიანს ეუბნები, რომ მეტი ჭამოს. განა თავად არ ვიცი, რომ გამხდარი ვარ? იქნებ კვებითი აშლილობა მაქვს და ჩემი სხეული ისე არ მუშაობს, როგორც შენი?" — Prk2000
6. "როცა ჭარბწონიან კაცს ეუბნები, რომ ზოგიერთ ქალზე დიდი მკერდი აქვს. მან ეს თავადაც კარგად იცის და შეხსენება არ არის საჭირო", — p4ead93b6f
7. "როცა პლუს ზომის ადამიანს სპორტდარბაზში ეუბნები, რომ მისი შემართებით აღფრთოვანებული ხარ".
8. "როცა მუდმივად შენს სიდაბლეზე გეხუმრებიან. მთელი ცხოვრებაა ასე ხდება და ზოგჯერ ხუმრობები სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც კი მესმის", — Jbdnco
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები