შეწყვიტეთ ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ დაიკლონ — მაინც არ მუშაობს
ფოტო: Getty
"რომ გახდე, რა კარგი გოგო იქნებოდი", "ახალგაზრდა ხარ, რატომ იმახინჯებ თავს", "არადა ლამაზი სახე გაქვს", "მოსუქებულხარ", "ჯანმრთელობისთვის საზიანოა შენი წონა", — რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ფრაზები შეშფოთებული "კეთილმოსურნეებისგან"? თუ უცებ გაბედავთ და კითხვას შეუტრიალებთ, რატომ გადარდებსო (10 ქულა გამბედაობისთვის თქვენ და გრიფინდორს), აუცილებლად გეტყვიან, რომ ზრუნავენ და ღელავენ შენზე, შენთვისვე უნდათ კარგი და მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. როცა ასეთ კომენტარებს რეალურ ცხოვრებაში ვაწყდები, როგორც წესი, ჯერ ავტორებზე ვბრაზდები ხოლმე: რა საჭირო იყო ჩემი ერთი მენტალური მდგომარეობიდან მეორეში გადასროლა?! მერე კი საკუთარ თავზე: სხვა რამეებში თუ არ მადარდებს ხალხის აზრი, რაღა საკუთარ გარეგნობაზე ვუწევ ანგარიშს?! როგორც სხვა უამრავ ქალს, თითქმის ყველაფრის ასხლეტა შემიძლია, გარეგნობაზე კომენტარების გარდა.
ეს ფრაზები მაიძულებს სასწრაფოდ გავიხსენო, რომ ჩვეულებრივად ყოფნის უფლება არ მაქვს. რას ჰქვია მეგობრებთან ერთად ვერთობი ან თავჩარგული ვმუშაობ, როცა ამდენი კილოა დასაკლები, ჯანმრთელობა — მისახედი; ტაქსისტი მერაბი და მეზობელი ნანული — ჩემი ტრანსფორმაციით გასახარებელი...
ფეტშეიმინგი, იგივე დანამუსება / შერცხვენა ზედმეტი წონის გამო ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი საუბრის ნაწილია. შეიძლება თქვენც შეგხებიათ კრიტიკა წონის გამო, ან იქნებ თავად მიგიღიათ მასში მონაწილეობა? (თავის აქეთ-იქით ქნევა და ნწ-ნწ-ნწ წარმოიდგინეთ აქ). თუ ასეა, ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას. ინტუიცია მკარნახობს, რომ ყველაზე მეტად სხვის წონაზე ის ადამიანები ღელავენ, რომლებიც საკუთარ თავს რამდენიმე მომატებულ გრამსაც არ პატიობენ ხოლმე.
და იქნებ ეს მიდგომა მუშაობს? ხალხი მიგითითებს, წონა დაიკელიო, შენს კარდიოვასკულარულ სისტემას უფრთხილდებიან, ამან ხომ უფრო უნდა მოგაძლიეროს და გაფიქრებინოს, რომ "აი, ნახე ახლა რას ვიზამ, ყველას გაგაოცებთ". იქნებ ამ დაანონსებულ საბოლოო ცვლილებაში პატარ-პატარა აგურებს დებენ და ერთხელაც მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, აი მერე კი ვნახოთ, ვინ გაიცინებს!
მაგალითად, ბეისბოლის ყოფილი მოთამაშე, კევინ იუკილისი ტვიტერზე წერს, რომ მთელ კარიერას ფეტშეიმინგს (წონის გამო დისკრიმინაციას) უმადლის. ბავშვობაში მწვრთნელები და ტალანტების მაძიებლები სულ უარს მეუბნებოდნენ ჩემი ფიზიკური ფორმის გამოო, ამიტომ მეც ავდექი და გავაკეთე, რაც გასაკეთებელი იყო, მარტივი არ ყოფილა, მაგრამ nothing easy-ო.
თუმცა... კევინი გამონაკლისია და არა — წესი. უამრავი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ფეტშეიმინგის შედეგად ადამიანები თავს არა მოტივირებულად, არამედ უარესად გრძნობენ. მათ თვითშეფასება უდაბლდებათ, იმატებს შფოთვა და მწვავდება დეპრესია, რის შემდეგაც ისინი თვითდესტრუქციულ მეთოდებს მიმართავენ და ამ მეთოდებს შორის ერთ-ერთი უზომოდ ჭამაც არის.
"წონის გამო დაცინვა რომ ამართლებდეს, სკოლაში მსუქან ბავშვებს ვერ ნახავდით" — ასე გამოეხმაურა ჯეიმს კორდენი კოლეგა ბილ მაარს, რომელმაც განაცხადა, რომ "რაღაც დოზით სირცხვილი საჭიროც კია".
ვინც საკუთარი წონით კმაყოფილია, მისთვის ზედმეტი წონა (საიდან ითვლება ეს "ზედმეტი წონა" სხვა სტატიის თემაა) უბრალოდ ნებისყოფისა და დისციპლინის ნაკლებობის შედეგია, თუმცა სინამდვილეში წონა მრავალი ბიოლოგიური ფაქტორით წყდება, მათ შორის — მეტაბოლიზმითა და მადით, რომელსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს.
ლონდონის უნივერსიტეტის ბიჰევიორისტი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ფეტშეიმინგი დაკლების წახალისების ნაცვლად, ადამიანებს წონის მომატებისკენ უბიძგებს. ის კეთილმოსურნეები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, რეალურად რომ ღელავდნენ თითოეული ადამიანის გაჯანსაღებაზე, ალბათ, ამ კვლევებსაც გაეცნობოდნენ, მაგრამ მგონი, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ფეტშეიმინგი ზრუნვის ადგილიდან არ მოდის. ის უბრალოდ იარაღია, რომლის გამოყენებაც ზოგიერთებს რატომღაც ძალიან სიამოვნებთ.
კარგი, მოდი, გავყვეთ იმ არგუმენტს, რომ რაღაცაზე მეტი BMI (სხეულის მასის ინდექსი) ჯანმრთელობისთვის ცუდია, სიმსუქნე კი ავადმყოფობაა. როდის აქეთ შევთანხმდით საზოგადოება იმაზე, რომ ავადმყოფებს პირში ვეუბნებით, რომ ავად არიან და უნდა რცხვენოდეთ? ამ შემთხვევაში პირიქით, მეტ ჰუმანურობას არ უნდა ვიჩენდეთ? ყველამ ვიცით ისიც, რომ სიგარეტის მოწევა ცუდია, მაგრამ რიგით გამვლელებს ამაზე ხომ არ დავცინით, შეხვედრისას მწეველებს პირდაპირ ხომ არ ვეუბნებით: ისევ ეწევი? რატომ იუბედურებ თავს? სიგარეტის სუნი აგდის ისევ? ხანდახან სიგარეტზეც ვუკიდებთ ხოლმე, მოსაწევადაც მივყვებით აივანზე და სანამ თვითონ არ დაიწყებენ სიგარეტზე საუბარს, არც ჩვენ ვაშველებთ "პროფესიონალურ" აზრს.
ფეტშეიმინგი ხანდახან პასუხიცაა ბოლო წლების Body Positivity მოძრაობაზე. შეიყვარე შენი სხეული — გვეუბნება მედია, რომელიც ახალი ტრენდების დამკვირვებას ცდილობს. "მოიცა, გაპრიალებული და სტანდარტული სხეულები ვის არ გვიყვარს, მაგრამ მსუქანი სხეულებიც უნდა შეიყვაროს ხალხმა? აი, ქონის ნაკეცებიც და ერთმანეთთან მოხახუნე ბარძაყებიც?". პასუხი არის "კი". მართალია, გახდომა საკუთარი სხეულის სიძულვილის ფონზეც შეიძლება, მაგრამ ეს არაა ის, რასაც ერთმანეთს უნდა მოვუწოდებდეთ. იდეა, რომ კარგად გრძნობდე თავს საკუთარ არასტანდარტულ სხეულში, ახლაც, 21-ე საუკუნეშიც კი იმდენად რევოლუციურია, რომ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. თუ ზედმეტი წონა გაქვს, მუდმივად ბოდიშს უნდა იხდიდე ამის გამო: საუბრობდე, როგორ აპირებ გახდომას და როგორ არ მოგწონს ის წონა, რომელზეც ახლა იმყოფები; უნდა მოგყავდეს მაგალითი, რომ სულ ასე არ იყავი და დაიტოვო იმედი, რომ მალე ასე აღარ იქნები. სხვანაირად ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტი ექმნება და რადგან შენ თვითონ არ ცდილობ საკუთარი თავის დამდაბლებას, უწევს, რომ ოთახში მყოფ სპილოს სახელი დაარქვას: კარგად ყოფნა შეგაწყვეტინოს და მიგითითოს, რომ სანამ საზოგადოებაში გამოჩნდებოდე, მანამდე წონა გაქვს დასაკლები.
და გვეშველება რამე?
ალბათ, კი. ალბათ, თუ უხერხული ჩახველების ნაცვლად ვეტყვით "კეთილისმსურველებს", როგორ გვაგრძნობინებს თავს მათი კომენტარები, გვეშველება. ალბათ, ამ თემაზე მეტ პოსტს დავწერთ და ერთმანეთს და საკუთარ თავს უფრო რბილად მოვექცევით, სინათლეც გამოჩნდება.
წონასთან დაკავშირებული სტიგმის დამარცხება ერთადერთი გზაა ჯანსაღი სხეულებისკენ, მანამდე კი, თუ შეიძლება, ჩვენი სხეულები შეგვარგეთ.
გინდა ამ თემაზე შენი აზრები გაგვიზიარო? შემოგვიერთდი ჯგუფში მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი, სადაც ამ და სხვა უამრავ თემაზე ვსაუბრობთ.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა

კომენტარები