ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში პრეზიდენტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს შეხვდა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დღეს ორბელიანების სასახლეში ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ყველას ყველასთან დაჯდომა და ერთმანეთის მოსმენა შეუძლია". მის სიტყვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პროცესს აქვს "კათარზისის როლი", რათა თქვან სიმართლე და შეცდომებსა თუ დანაშაულებში "ჩაიხედონ". მისი თქმით, ამის ფარგლებში "თემების აღმოჩენა" იქნება პირველი ნაბიჯი, რის შემდეგაც გავლენ რეგიონებში, უნივერსიტეტებში თუ სოფლებში. პრეზიდენტის განცხადებით, იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. მისი თქმით, ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და "აკრძალულია ლანძღვა-გინება".
"იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს. მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია", — ამბობს ის.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი" პროცესი, სადაც ტაბუდადებული თემა არ იქნება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მონაწილეობდნენ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ქალები. მისი თქმით, საქართვლოს აქვს "ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ".
"ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი. მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.
ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია.
ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს. და ბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება", — თქვა მან.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზად არის შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტში მიიტანს. მისი თქმით, დოკუმენტი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება, სადაც გაწერილი უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნები და პუნქტები, თუ რაზე თანხმდებიან.
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
კომენტარები