სამკვირიანი გამყარების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
ფოტო: PURPLE24 / Unsplash
9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2,9331 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1,31 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდებოდა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2,08 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,3546 ლარს გაუტოლდა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 15,69 თეთრით არის გამყარებული, რასაც სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ.
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართ გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ფულადი გზავნილების გაზრდილ მოცულობას ასახელებენ — როგორც ცნობილია, 2021 წელს საქართველოში $2,35 მილიარდის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასულ წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ლარის გაცვლითი კურისის გამყარების ფაქტორად ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც სახელდება. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულზე, 10,5%-ზე ინარჩუნებს — ეს ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.
ამასთან, ექსპერტების აზრით, ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მის გარშემო შექმნილი პოზიტიური მოლოდინებია.
თიბისი კაპიტალი ლარის გამყარების კიდევ ერთ ფაქტორად იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარებას ასახელებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სავალურო შემოსავლები დეკემბერში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა.
"ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება", — ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებითაც კი ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა — კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს შეისყიდის. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი ლარის კურსის გამყარების ხელისშემშლელ ფაქტორად შესაძლო რეგიონულ სამხედრო კონფლიქტს ასახელებს.
სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 10 თებერვალს შევა ძალაში.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები