რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა გამოცემამ — TechCrunch-მა საქართველოს ბანკის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს იმ მთავარ მიმართულებებს, რომელიც ბანკის მხრიდან მომხმარებლისთვის შექმნილი ციფრული გამოცდილების უკან დგას. სტატიის თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც სწრაფად ცვალებად საბანკო პროდუქტებში მთავარი მახასიათებლები შედარებით უცვლელი რჩება, ჭკვიანური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ერთადერთი მოქმედი გზაა კონკურენტების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად. საქართველოს წამყვანი ბანკისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი ინიციატივებითა და უპრეცედენტო საბანკო პროდუქტებით გამოირჩევა, ხანმოკლე დროში სწრაფი ზრდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე ადვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ამას რეგიონში მსოფლიოს წამყვან ციფრულ ბანკებს შორის ლიდერობა არჩია.

მომხმარებელთა გამოცდილების გადაფასება: დიდი მონაცემებიდან უკეთეს გააზრებამდე

ბიზნესსამყაროს ავტომატიზაციის რბოლის ფონზე გასაკვირი არაა, რომ ორგანიზაციები რუტინული პროცესების დაჩქარებისა და პროდუქტიულობის გაზრდისკენ ისწრაფვიან. ამ დროს, საქართველოს ბანკმა ციფრული ტრანსფორმაციის კონცეფცია სრულიად ახალ — ძველებური სამუშაო პროცესის ავტომატიზაციისა და საწარმო IT-ის დონეზე აიყვანა. მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მათი გამოცდილების მენეჯმენტის წამყვანმა პლატფორმებმა, Salesforce-მა და Medallia-მ, ბანკს საშუალება მისცეს, ღრმა დასწავლის გამოყენებით, მომხმარებელთა უკუკავშირი ქმედითუნარიან ინსაითებად ექცია.

იქიდან გამომდინარე, რომ ბანკის მთავარ ორიენტირს მომხმარებლები წარმოადგენენ, იგი ადგილობრივების პროფესიული და პირადი ცხოვრების მთავარ წერტილად იქცა. პერსონალიზაციის მიმართ ციფრული მიდგომის მხარდაჭერით, ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა რელევანტურ შეხების წერტილებში ჩართვით და end-to-end ციფრული გამოცდილების დახვეწით, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის საოცარი გამოცდილების შექმნა მოახერხა. ციფრული ბარათი, peer-to-peer გადახდები, თანხის გაყოფა და მოთხოვნა, ინვესტიციები, სრულად ციფრული დაკრედიტების პროცესი, ონლაინ შოპინგი, მოგვიანებით გადახდის გადაწყვეტები, ციფრული onboarding, ჩაშენებული ონლაინ ჩატი, დიზაინის სრული ცვლილება ინტერნეტ ბანკის პლატფორმაზე იმ აღსანიშნავ სიახლეებს შორისაა, რომლებმაც საქართველოში საბანკო საქმიანობის გადაფასებასა და ხელახლა განსაზღვრას შეუწყო ხელი.

"ციფრული ტრანსფორმაცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, ის გარდაუვალიცაა და მან საქართველოში ახალი მნიშვნელობა შეიძინა, სადაც ერთი წესი იშვიათად ერგება ყველას და სადაც ყველაფრის გულდასმით კვლევა და განხილვაა საჭირო, როდესაც ობიექტურად რთულ მომხმარებელთა ბაზასთან გაქვს საქმე. საქართველოს ბანკში, გვჯერა ციფრული ტექნოლოგიების ძალის, რომელიც ჩვენი შეთავაზებების გადაფასებასა და ჩვენი საზოგადოების წევრებთან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შეგვიწყობს ხელს", — ამბობს ნუცა გოგილაშვილი, საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის განყოფილების უფროსი. "ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მომხმარებელთა უკუკავშირისა და ურთიერთობის მართვის პლატფორმები — Medallia-სა და Salesforce-ის ინტეგრირება გადავწყვიტეთ, რათა ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად ქცევას და პროდუქტების მაქსიმალური ხარისხი უზრუნველვყოთ".

ფოტო: საქართველოს ბანკი

აღნიშვნას იმსახურებს ბანკის ზოგიერთი ბოლოდროინდელი მიღწევა. ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მთავარი საზომი – Net Promoter Score (NPS)-ი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 47% შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს მხოლოდ 20 ქულა იყო).

მომხმარებლის საჭიროებისამებრ, დაკრედიტების სრულმა რედიზანმა, ბანკის პროდუქტების გაციფრულების სიჩქარის სწრაფი, 48%-იანი ზრდა გამოიწვია. ამ მაჩვენებლის ზრდა 2021 წლის პირველ ნახევარში 21% იყო, მესამე კვარტლის ბოლოს კი — 31%.

ციფრულ პროდუქტებზე აქტიურად გადასვლამ მობილურ და ინტერნეტ ბანკის პლატფორმებზე აქტიური ინდივიდუალური მომხმარებლების რიცხვის შთამბეჭდავი მატება გამოიწვია. 2021 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, აქტიური ინდივიდუალური მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი ბაზის თითქმის 60%-ს წარმოადგენდა, რაც ორი წლის წინანდელი 38%-იანი მაჩვენებლიდან საკმაოდ დიდი ნახტომია. ხოლო მათი დაახლოებით 41% ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებლებს წარმოადგენს.

2021 წლის მესამე კვარტალში, ტრანზაქციების 96% ბანკის ციფრული არხების საშუალებით, ხოლო ტრანზაქციების თითქმის ნახევარი, მობილური აპლიკაციებითა და ინტერნეტ ბანკინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა (ორი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ს შეადგენდა). საქართველოს ბანკი 2021 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ კორპორაციულ/ინსტიტუციურ და მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ მომხმარებელთა ბანკად დასახელდა. Global Finance-მა ბანკი ინვესტიციების სამართავად ონლაინ მომსახურების, ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და ონლაინ საკრედიტო მომსახურების მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.

ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონს შეადგენს და ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 2.5 მილიონს არ აღემატება, სადაც ადგილობრივების აბსოლუტურ უმრავლესობას რამდენიმე წლის წინ ბანკში ანაბრის გახსნას ნაღდი ფულის სახლში შენახვა ერჩივნა, ეს შედეგი მართლაც შესანიშნავია.

ინკლუზიურობის დაჩქარება

მძლავრ საბანკო სისტემას აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მოიცვას საზოგადოების ნებისმიერი წევრი. სწორედ ამიტომ, ბანკის სტრატეგიის მთავარ ორიენტირს გაციფრულება წარმოადგენს, რომელიც საქართველოში მდგრად ფინანსურ ინკლუზიას ისახავს მიზნად სხვადასხვა სეგმენტში cutting-edge ხელსაწყოებისა და გამოსავლების გზით.

ფინანსური მობილური აპლიკაციის — მობილბანკის განახლებით, რომელიც ინტერნეტ პაკეტს არ საჭიროებს, საქართველოს ბანკმა ფინანსური სერვისები იმ ადამიანებთანაც დააახლოვა, რომლებსაც, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში შეზღუდული წვდომა ჰქონოდათ ან საერთოდ არ ჰქონოდათ წვდომა ინტერნეტზე და შესაბამისად, მსგავს სერვისებზე.

ბიზნეს მობილბანკი, რომელიც მყისიერ ბიზნეს ტრანზაქციებზე, გადახდებზე, აღრიცხვაზე, საბანკო ტრანსფერებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებაზეა მორგებული, 2021 წელს შეიქმნა და ამავე წელს ჩაეშვა სრულად ციფრული გამოცდილების კონცეფციის გათვალისწინებით. ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ბანკის ბიზნეს მომხმარებლების უშუალო სასწრაფო საჭიროებებითაა შთაგონებული და მასზევეა მორგებული, კომპანიათა ფინანსებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩაშენებული ვირტუალური ბიზნესს ფინანსური მენეჯერი მოსახერხებელ ელექტრონულ ხელმოწერის ფუნქციონალთან ერთად, კრიტიკული ფინანსური ინდიკატორებისთვის თვალის მიდევნებას უზრუნველყოფს. ისეთი ინდიკატორების, როგორიც თანხის დინება, ზრდის მაჩვენებელი და ტრანზაქციების საშუალო ზომაა. ეს ყველაფერი კი ეფექტიან გზას წარმოადგენს, ამა თუ იმ კომპანიის ფინანსების ვირტუალურად, ნებისმიერი ადგილიდან სამართავად.

მსგავსი ფუნქციონალი — ვირტუალური პერსონალური ფინანსური მენეჯერი მობილბანკში ასევე გამოიყენება და მომხმარებლებს ეხმარება, გამოიმუშაონ ბიუჯეტირებისა და დაზოგვის ჩვევები, მათი პერსონალური ფინანსების ორგანიზების გზით.

"ციფრულ გამოცდილებას განვიხილავთ როგორც ჩვენი ბრენდის იდენტობის მახასიათებელს და ჩვენი სტრატეგიის ბირთვს. აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ვქმნით ციფრულ შესაძლებლობებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისა და ბიზნესის მართვას უფრო მარტივს და მოსახერხებელს გახდის", — ამბობს ვახტანგ ბობოხიძე, საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით.

საქართველოს ბანკი განაგრძობს უნაღდო ეკონომიკის სტიმულირებას, რომელიც ბანკის ციფრული განვითარების მთავარი გასაღებია. ბანკის ზოგიერთი უახლესი პროდუქტი განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა პანდემიის ფონზე, მათ შორის Soft POS -რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად ჩართოს ათასობით მიკრო სავაჭრო ობიექტი სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ობიექტებს შეუძლიათ უკონტაქტო გადახდების მიღება პირდაპირ სმარტფონებიდან.

ფოტო: საქართველოს ბანკი

500 Georgia

როდესაც საქართველოს ბანკის გუნდმა გრძელვადიანი მიზნების გადაფასება დაიწყო, სტარტაპ ეკოსისტემების გლობალურ რუკაზე პოტენციალით სავსე საქართველოს მონიშვნა აუცილებელი გახდა. ხედვა ნათელი იყო: ახალი და მომავალი მეწარმეების დახმარების გაზრდა, ქსელის შექმნა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვა შეუჩერებელი ზრდის ყველაზე ძლიერ კატალიზატორებს წარმოადგენს.

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ვენჩერული კაპიტალისა და სტარტაპების აქსელერატორთან, 500 Global-თან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, გუნდმა მსოფლიო კლასის მეწარმეებს რეგიონში 11 სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით გაუხსნა გზა — AI-ზე დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის გადაწყვეტებიდან დაწყებული, დაკრედიტების ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებით გაგრძელებული, ლოჯისტიკითა და უძრავი ქონებით დასრულებული.

შედეგი — 212%-იანი ზრდის მაჩვენებლი 28 სტარტაპისთვის ნამდვილად შთამბეჭდავია. მათგან ოთხმა — Agrolabs, Cargon, Cardeal.ge და PAYZE უკვე სილიკონ ველიზეც გამოავლინეს მაღალი პროდუქტიულობა.

ინვესტიციები

ადამიანთა მომავლისთვის მომზადებისთვის მნიშვნელოვანი გზა მათი მხარდაჭერაა ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებზეც მათ სხვა შემთხვევაში წვდომა არ ექნებოდათ. სწორედ მსგავს ხედვას ეყრდნობა საქართველოს ბანკის "ინვესტიციები". ეს სრულიად ახალი საცალო საინვესტიციო პროდუქტია, რომელიც ბანკის მობილურ აპლიკაციაში მოხერხებულადაა ჩაშენებული, უზრუნველყოფს წვდომას აშშ-ის საფონდო ბირჟაზე და საქართველოს მოქალაქეებში გრძელვადიანი სიმდიდრის უზრუნველსაყოფად, საკუთარი ბიუჯეტის მართვის გადაფასებას გვპირდება.

ბანკი ადგილობრივების ხანგრძლივ ფინანსურ სიჯანსაღეს უხსნის გზას. კომპანიამ, ამასობაში, საგანმანათლებლო პლატფორმაც ჩაუშვა, რომელიც ინვესტირებასთან დაკავშირებულ განახლებებს მოიცავს — უახლესი ტენდენციებისა და გლობალური რეიტინგების განხილვიდან დაწყებული, საფონდო პორტფოლიოს დივერსიფიცირებით დასრულებული.

მას შემდეგ, რაც ფინანსურმა დაწესებულებებმა მთელი მსოფლიოს გარშემო დაიწყეს მომავლის გადააზრება COVID-19-ის გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა სრული სიჩქარით დაიწყო სასრული მომსახურების გარდაქმნა პლატფორმად, რომელიც უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ღია ბანკინგის გამოყენებით იგი ნამდვილად ცვლის ქართველების მიდგომას ფულის ან ჰოლისტურ პროდუქტებზე წვდომის მოპოვების მიმართ, ამავდროულად კი ასევე აყალიბებს ქვეყანას, როგორც ინოვაციურ ადგილს, რომელიც სრულად განიცდის გლობალიზაციას.

ერთი შეხედვით, უსაზღვრო მსოფლიო შესაძლოა იმაზე ახლოსაა, ვიდრე ამის დაჯერება გვინდა, რადგან როდესაც ცენტრში მომხმარებელია, გზა სულ არის.