დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ II 70 წლის განმავლობაში მართავდა. იგი ბრიტანეთის პირველი მონარქია, რომელმაც ტახტზე ყოფნის 70 წელს, "პლატინის იუბილე" აღნიშნა. დედოფლობისას ელიზაბეთი თავისი ქვეყნის ათზე მეტი პრემიერმინისტრისა და სხვა ქვეყნების არაერთი ლიდერის თანამდებობაზე ყოფნას მოესწრო. ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ჩაცმის მისეული სტილი გახდა. 70 წელია, მონარქის ფერადი სამოსი სამეფო მოდას განსაზღვრავდა.

1950-იანები

1951 წელს ელიზაბეთი პრინც ფილიპთან ერთად მალტას ეწვია, სადაც მონარქს ღია ვარდისფერი კაბა, თეთრი მოსასხამი და გრძელი ხელთათმანები ეცვა.

ფოტო: Hulton Archive / Getty Images

დედოფალი კლასიკური პიჯაკით ბალმორალის ციხესიმაგრეში, 1952 წელს.

ფოტო: Getty Images

1954 წელს, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვიზიტისას ელიზაბეთს მუქი მწვანე კაბა ეცვა.

ფოტო: Getty Images

1960-იანები

ფირუზისფერ პიჯაკში გამოწყობილი დედოფალი თავის ოჯახთან ერთად სადილობს უინძორების სასახლეში — კადრი 1969 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმიდან სამეფო ოჯახი.

ფოტო: Hulton Archive / Getty Images

ელიზაბეთს უინძორების სასახლეში, ოჯახთან ერთად ყოფნისას, ლურჯი კაბა აცვია — კადრი ამავე დოკუმენტური ფილმიდან.

ფოტო: Fox Photos / Getty Images

ატმისფერ კაბაში გამოწყობილი მონარქი ხვდება ბრიტანეთის იმჟამინდელ პრემიერმინისტრს, ჰაროლდ უილსონს, 1969 წელი.

ფოტო: Fox Photos / Hulton Archive / Getty Images

1970-იანები

ორნამენტებით გაფორმებული მუქი ლურჯი კაბით ელიზაბეთმა 1970-იანი წლები და ახალ ზელანდიაში ვიზიტი დაიწყო.

ფოტო: Getty Images

1973 წელს ახალი ათწლეულის სტილი ბრიტანეთის დედოფალმა სალათისფერი მოსასხამითა და ყვავილებით გაფორმებული ქუდით გააგრძელა.

ფოტო: Tim Graham Photo Library / Getty Images

1975 წელს, მექსიკაში ვიზიტისას, მონარქს თეთრკოპლებიანი ყვითელი კაბა და თავსაფარი ემოსა. მთავარი შტრიხი კვლავაც თეთრი ხელთათმანები და ქამარი იყო.

ფოტო: Serge Lemoine / Hulton Archive / Getty Images

ისევ კოპლებიანი სამოსითა და თეთრი აქსესუარებით გამოჩნდა ელიზაბეთი 1977 წელს, ავსტრალიაში.

ფოტო: Tim Graham Photo Library / Getty Images

1977 წელს დედოფალმა წითელ პალტოს ამავე ფერის ქუდი შეუხამა.

ფოტო: Getty Images

ამავე წელს ელიზაბეთი ბარბადოსზე ცისფერ და მწვანე ტონებში გადაწყვეტილი, თუმცა, განსხვავებული ორნამენტებით გაფორმებული კაბით ჩავიდა. თეთრი აქსესუარების ტენდენცია ისევ გაგრძელდა.

ფოტო: Anwar Hussein / Getty Images

1980-იანები

80-იანების დაწყებას დედოფალი ზურმუხტისფერით შეხვდა.

ფოტო: Answar Hussein / Getty Images

1985 წელს, პორტუგალიაში ვიზიტისას, ბრიტანეთის მონარქს ცისფერი პალტო და კუბოკრული ქუდი ემოსა.

ფოტო: Tim Graham Photo Library / Getty Images

დეკადის მიწურულს, 1989 წელს კი, ელიზაბეთი საკუთარ დაბადების დღეზე უელსში ჩასვლისას, იისფერ სამოსში გამოეწყო და აქსესუარების ფერად შავი არჩია.

ფოტო: Tim Graham Photo Gallery / Getty Images

1990-იანები

1990 წელს, მონარქი დედასთან ერთად გამოჩნდა და ისევ ვარდისფერის ჩაცმა გადაწყვიტა.

ფოტო: John Shelley Collection / Getty Images

1995 წელს, მარგარეტ თეტჩერის 70-ე იუბილეს აღსანიშნავად კი, ელიზაბეთი მუქ, ზურმუხტისფერ კაბაში გამოეწყო.

ფოტო: Corbis / Getty Images

საუკუნის მიწურულს, 1999 წელს, მანჩესტერში ჩასვლისას, მან შავი ორნამენტებით გაფორმებული ალისფერი პალტოს ჩაცმა გადაწყვიტა.

ფოტო: Anwar Hussein / Getty Images

2000-იანები

და როგორ შეხვდა მონარქი ახალ ათასწლეულს? რა თქმა უნდა, ისევ ფირუზისფერი სამოსით, რომელიც 2002 წელს ეცვა.

ფოტო: PA / Getty Images

2006 წელს, საზეიმო აღლუმზე, დედოფალმა ელიზაბეთმა კაბაზე ცისფერი დაიტოვა, თუმცა, მოსასხამის ფერად იისფერი არჩია.

ფოტო: Max Mumby / Indigo / Getty Images

2010-იანები

2010 წელს, კატარის დელეგაციის უინძორების სასახლეში დახვედრისას მასპინძელი მუქ წითელ სამოსში იყო გამოწყობილი.

ფოტო: Dan Kitwood / WPA Pool / Getty Images

2014 წელს დედოფალმა სამოსის ტონი შინდისფერით შეცვალა.

ფოტო: Leon Neal / WPA Pool / Getty Images

2016 წელს კი, სამეფო ფოსტის სამსახურის 500 წლის იუბილეს აღნიშვნისას, მონარქი თავის საყვარელ ვარდისფერს დაუბრუნდა.

ფოტო: Getty Images

2020-იანები

ვარდისფერს ელიზაბეთმა არც ახალ ათწლეულში უღალატა და 2021 წელს, კარდიფში ჩასვლისას, სამოსის ფერის შერჩევაზე ბევრი აღარ უფიქრია.

ფოტო: Tim Rooke / Shutterstock

ამავე წელს, ბაიდენებთან შეხვედრისას, 95 წლის მონარქმა არც ჭრელ კაბაზე თქვა უარი.

ფოტო: Steve Parsons / Pool / AFP / Getty Images

დაბოლოს — მედიდური ლალისფერი დედოფალს ყოველთვის უხდება.

ფოტო: Steve Parson / Getty Images