გარღვევა ბირთვულ სინთეზში — მეცნიერებმა "თვითგახურებადი" პლაზმა შექმნეს
მეცნიერებმა ბირთვული სინთეზით ენერგიის გამომუშავების პროცესი ახალ საფეხურზე აიყვანეს — მათ "თვითგახურებადი" პლაზმა შექმნეს, რომლის შესახებაც გამოცემებში Nature და Nature Physics გამოქვეყნებულ 2 სხვადასხვა ნაშრომში საუბრობენ.
ბირთვული სინთეზი შეგვიძლია ენერგიის მდგრად წყაროდ ვაქციოთ, თუმცა ლაბორატორიებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს იმაზე მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე წარმოქმნის. სპეციალისტთა ახალი მიგნება სწორედ აღნიშნული დაბრკოლების გადალახვის საშუალებას გვაძლევს. ამის მიუხედავად, იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი
ლოურენსის სახელობის ლივერმორის სახელმწიფო ლაბორატორიის მკვლევრებმა წყალბადის იზოტოპები, დეიტერიუმი და ტრიტიუმი გამოიყენეს, რომელთა სინთეზმაც რეაქტორში პლაზმის ფორმირებას შეუწყო ხელი. ეს უკანასკნელი კი, დამატებითი რეაქციების წყალობით, უფრო გაცხელდა.
მეცნიერებმა 4 ექსპერიმენტიდან თითოეულის განმავლობაში 100 კილოჯოულზე მეტი ენერგია გამოიმუშავეს. მათ 170 კილოჯოულიც კი მიიღეს, თანაც პლაზმის 1-მილიმეტრიანი სფეროდან, რომელიც 1 მილიგრამზე ნაკლებ იზოტოპებს შეიცავდა.
საყურადღებოა, რომ ამ რაოდენობის ენერგია მაინც იმაზე ცოტაა, ვიდრე ლაზერისა და რეაქტორის სათავსოს ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალში ტექნოლოგიას განავითარებენ და უკეთეს შედეგს მიაღწევენ.
კომენტარები