ახალი მოწყობილობა უსინათლოებს ინფრაწითელი სხივების აღქმის საშუალებას აძლევს
მანუელ ზანმა და არმაღან აჰმად ხანმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს ახალი კვლევა თავიანთი 3D კამერისა და ტაქტილური უკუკავშირის სამკლაურზე.
"ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ნავიგაციის მუდმივი პრობლემების წინაშე კვლავ რჩებიან. დღემდე მათთვის ყველაზე გავრცელებული და საჭირო ხელსაწყო ხელჯოხია. თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის", — ნათქვამია კვლევაში.
მკვლევრებმა ინფრაწითელი კამერების წყვილი შეიმუშავეს, რომლებიც ჩასმულია 3D-პრინტერის პროტოტიპის სათვალეებში სტერეოსკოპიული სურათის გადასაღებად. მასზე დაერთებულია პატარა კომპიუტერი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის რუკას ადგენს.
იმის გამო, რომ მოწყობილობა იყენებს ინფრაწითელს, სათვალე სიბნელეშიც მუშაობს. სამკლაურს სპეციალური 25 აქტივატორი აქვს, რომელიც ვიბრირებს, რათა მომხმარებლებს ობიექტების აღქმაში და ორიენტირებაში დაეხმაროს. თუ ადამიანი დაბრკოლებას უახლოვდება, შესაბამისი აქტივატორების ვიბრაციის ინტენსივობა თანდათან იზრდება.
ტესტირებამ 98 პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა. კვლევაში მონაწილეები საგნებს თავისუფლად აღიქვამდნენ. მკვლევრების თქმით, დროსთან ერთად მათი მოწყობილობა უფრო პატარა, მარტივად გამოსაყანებელი და ხელმისაწვდომი გახდება.
ეს უსინათლოებისთვის და ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის მშვენიერი შესაძლებლობა იქნება რათა სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლონ.
კომენტარები