თბილისში პირველი Wolt Market გაიხსნა!
ფოტო: Wolt
4 იანვარს თბილისში, ცინცაძის ქუჩის 37-ში, პირველი Wolt Market გაიხსნა! Wolt-ის პლატფორმაზე 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი ახლა უკვე Wolt Market-შია ხელმისაწვდომი, სადაც პროდუქციის შერჩევა და შეკვეთა მარტივი და მოხერხებული, ხოლო მიტანის სერვისი ძალიან სწრაფია და ის 30 წუთს არ აღემატება.
Wolt Market ბაზარზე ოპერირებას სააქციო შეთავაზებით იწყებს — 2 კვირით Wolt Market-იდან შეკვეთისას, მიტანის სერვისი უფასო იქნება!
Wolt Market სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი სუპერმარკეტის კონცეფციაა, რომლის შექმნის მიზანი მომხმარებლისთვის სურსათის, ხილისა და ბოსტნეულის, სასმელის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შერჩევისა და შეკვეთის მნიშვნელოვნად გამარტივება და ძალიან სწრაფი მიწოდებაა. Wolt-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია Wolt Market-იდან პროდუქციის შეკვეთაც და შეკვეთის გატანის სერვისით სარგებლობაც.
Wolt Market ე.წ. "დარქ სთორია", რომელშიც მომხმარებელი არ შედის. შეკვეთის ფორმირებას ფიქერები (შეკვეთის შემგროვებლები) უმოკლეს დროში ახორციელებენ. ყველა ფიქერმა სპეციალური მომზადება გაიარა იმისათვის, რომ მათ შეკვეთის არა მხოლოდ სწრაფად მოგროვება, არამედ ხარისხიანად შერჩევა და უშეცდომოდ ფორმირება შეძლონ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ თავად შეარჩევდით სასურველ პროდუქტებს თქვენთვის.
"ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდისთვის. ბაზრის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ Wolt-ის პლატფორმაზე სურსათის და სხვა საცალო პროდუქტების დიდი არჩევანის არსებობა, მათი მუდმივი ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიწოდება, ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობაა", — აღნიშნავს Wolt Market-ის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია: "Wolt Market საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს მნიშვნელოვნად გავუმარტივოთ სურსათის, მათ შორის, ახალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტების შერჩევა და შეკვეთა. და, ამასთან, ეს პროცესი ძალიან კომფორტული გავხადოთ, მიწოდება კი — ყველაზე სწრაფი".
Wolt Market-ების ქსელი თბილისში მალე გაფართოვდება და ის ყველა უბანში ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო სამომავლოდ Wolt Market-ები ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება.
Wolt-ის სულ პირველი Wolt Market ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. ახლა უკვე Wolt Market წარმატებულად ფუნქციონირებს ფინეთის სხვა ქალაქებშიც, ასევე საბერძნეთსა და უნგრეთში. წლის ბოლომდე Wolt Market ოპერირების დაწყებას Wolt-ის თითქმის ყველა ბაზარზე გეგმავს.
Wolt Market საქართველო კი ტალანტებს ძიების პროცესშია. თუ გსურთ გახდეთ Wolt-ის გუნდის წევრი ნახეთ Wolt Market-ის ყველა ვაკანსია ბმულზე.
Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.
Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები