შიმშილობა, რომელიც გამოცხადდა, საზოგადოებისთვის ღიმილისმომგვრელია — კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში "არავითარი კრიზისი" არაა და ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული მასობრივი შიმშილობის აქცია საზოგადოებისთვისაც კი ღიმილისმომგვრელია. მისივე თქმით, შიმშილობას მიზეზი არ აქვს, ამიტომ პროტესტს სიმყარეც ვერ იქნება.
"დღეს არავითარი კრიზისი არ არის, დღეს ხალხი ძალიან მშვიდად უყურებს მოვლენებს, რომლებიც ვითარდება. ყველა ხედავს, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციას არც ბუნებრივი და არც ხელოვნური კრიზისის შეცვლის საშუალება არ აქვს. ის ე.წ. შიმშილობაც კი, რომელიც გამოცხადდა, ისიც არის ღიმილისმომგვრელი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის აბსოლუტურად. არავითარი მიზეზი არ აქვს შიმშილობას და შესაბამისად, სიმყარეც ვერ ექნება", — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.
კობახიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას წარმატებები, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მუდმივი წარუმატებლობები აქვს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პარტია ერთიანი არ არის. კობახიძე ირწმუნება, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირებაა.
"არის შიდა კონფლიქტები, სააკაშვილი, მელია, იქ მერაბიშვილი და ა.შ. ყველამ იცის უკვე ეს ისტორია, მათ აქვთ სერიოზული დაპირისპირება და ეს დაპირისპირება მუდმივად იჩენს თავს. მათ შორის, ამ დაპირისპირების შედეგია ის, რომ ისინი ვერასდროს ვერ აღწევენ წარმატებას. ანუ, მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ისინი არა, არის სწორეს ის, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებები და მათ აქვთ მუდმივი წარუმატებლობა", — თქვა მან.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. 22 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მოშიმშილეთა სიაში 180 ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
აქტივისტები კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისის ეზოში განლაგებულ კარვებში შიმშილობენ.
გაიგე მეტი:
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები