10 გზა, თუ როგორ გადავურჩეთ "ხლაპუშკიან" ბავშვებს საახალწლოდ
ახალი წელი ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან, საჩუქრებთან, სიახლეებთან და გემრიელ კერძებთან ასოცირდება. ამ დღესასწაულზე ინციდენტები, წესით, ნაირ-ნაირი საჭმლის ჭამით ატკიებული კუჭითა და დილით საცივის თეფშში გაღვიძებით უნდა შემოიფარგლებოდეს, თუმცა საქმე ასე მარტივად როდია?!
ფოტო: Giphy
დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე ადამიანები იმ საფრთხის წინაშე ვდგებით, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ მაინც ვერ ვეგუებით: ქუჩებს "ხლაპუშკიანი" ბავშვები ეპატრონებიან. სულერთია, რას წარმოადგენთ, რა შეგიქმნიათ და რა შეგიძლიათ — "ხლაპუშკიანი" ბავშვების რისხვასა და კივილით სირბილს ვერ გადაურჩებით.
"ხლაპუშკების" გამოყენება, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენებით ბავშვებმა და მოზრდილებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. სწორედ ამიტომ უმჯობესია, ერთმანეთისა და ცხოველების დასაცავად მსგავსი ტიპის გასართობისგან თავი შევიკავოთ.
მიუხედავად იმისა, რომ "ხლაპუშკების" გამოყენება არც ისეთი უწყინარი რამაა, როგორც სხვებს ჰგონიათ, გადავწყვიტეთ ამჯერად ურჩი "ხლაპუშკიანი" ბავშვებისგან თავის დასაცავად აუცილებელი და სახალისო გზები მაინც შემოგთავაზოთ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილი ხერხების ეფექტურობაში თავადაც არ ვართ დარწმუნებულები:
1. აუხსენით ბავშვებს, რომ "ხლაპუშკები" ადამიანებსა და ცხოველებს საფრთხეს უქმნის და საშინელი ხმაც აქვს
ფოტო: Giphy
თუ ბავშვს "ხლაპუშკების" გამოყენების საშიშროებაზე მშვიდად დაელაპარაკებით, ის აუცილებლად დაგიჯერებთ და სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს.
არ გამოგადგათ ეს ხერხი, ჰო? ეგრეც ვიფიქრეთ.
2. სახლიდან გასვლამდე გარემო დაზვერეთ
ფოტო: Giphy
გარემო კარგად დაზვერეთ და ქუჩაში მხოლოდ მას შემდეგ გადით, რაც დარწმუნდებით, რომ 100 მეტრის რადიუსში "ხლაპუშკიანი" ბავშვები ჩასაფრებულები არ არიან.
3. გააფრთხილეთ, რომ გარეთ გამოდიხართ
ფოტო: Giphy
თუ ახლომახლო "ხლაპუშკიან" ბავშვს დაინახავთ, ხმამაღლა დაიყვირეთ, რომ ცოტა ხნით აფეთქებები შეწყვიტონ, რათა სამსახურამდე მისვლა მოახერხოთ. ხელები ასწიეთ, ზავის ნიშნად თეთრი დროშა ააფრიალეთ და მშობლებთან დაბეზღებით დამუქრება არც კი გაბედოთ — კარგად არ დასრულდება.
4. ბავშვები ტკბილეულით მოისყიდეთ
ფოტო: Giphy
როგორც კი გარეთ გახვალთ, ერთი ხელით თეთრი დროშა აფრიალეთ, მეორეთი კი ჩანთიდან ტკბილეული ამოიღეთ, რათა ბავშვებს ცოტა ხნით მაინც დაავიწყდეთ "ხლაპუშკა". როგორც კი აფეთქებებს შეწყვეტენ, ტკბილეული მიმოფანტეთ და თავს უშველეთ.
5. ივარჯიშეთ სირბილსა და ხტომაში
ფოტო: Giphy
შესაძლოა, "ხლაპუშკებით" დანაღმული ქუჩების გავლაში თქვენი ერთადერთი იმედი თქვენივე ფიზიკური მონაცემები აღმოჩნდეს.
6. კაპიტანი ამერიკასგან ფარი ითხოვეთ
ფოტო: Giphy
ამ პრობლემის წინააღმდეგ ჩვეულებრივი მოკვდები შესაძლოა, ვერაფერს გავხდეთ, ამიტომ სუპერგმირებს უნდა მივმართოთ. იქნებ, კაპიტანმა ამერიკამ დროებით ფარი გვათხოვოს, თუ თავადაც ამერიკელ "ხლაპუშკიან" ბავშვებს არ ემალება.
7. შეიძინეთ ჯავშანჟილეტი ტონი სტარკისგან
ფოტო: Giphy
თუ კაპიტანი ამერიკა არ გამოგეხმაურათ, ჯავშანჟილეტის შეძენას გირჩევთ. თუმცა ამ საფრთხეს, ალბათ, ტონი სტარკის რკინის კაცის კოსტიუმიც ვერ გაუმკლავდება...
8. მიწისქვეშა გვირაბებით იმოგზაურეთ
ფოტო: Giphy
საახალწლოდ მიწაზე სიარული არც ისე კარგი აზრია, ამიტომ ერთი დიდი ნიჩაბი იყიდეთ და სამსახურამდე საკუთარი გვირაბი გათხარეთ.
9. ილოცეთ
ფოტო: Giphy
მიმართეთ ყველას, ვისიც გწამთ — ნებისმიერი სახის დახმარება დაგჭირდებათ!
10. სახლიდან ნუ გამოხვალთ
ფოტო: Giphy
შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი 1 თვის განმავლობაში სახლში გამოკეტვა იყოს, თუმცა ვინ იცის, გაუძლებს თუ არა "ხლაპუშკიანი" ბავშვების რისხვას თქვენი სახლის კედლები?!
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები