შრომის ინსპექციის წერილში ჩვენი შეთანხმების პირობები არ იყო ასახული — კლუბები
ფოტო: KHIDI
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ავრცელებს განცხადებას, რომელის მიხედვით, 18 დეკემბრის ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კლუბების ხელმძღვანელებს სისხლისსამართლებრივი დევნით, დახურვუთა და ჯარიმებით დაემუქრა, უკვე შეთანხმებული პირობები კი თავის განცხადებაში არ ასახა. წერილს ხელს 20-მდე კლუბი აწერს.
კერძოდ, განცხადების მიხედვით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები შრომის ინსოექციასთან კონსულტაციების შედეგად, 7 დეკემბერს დაიგეგმა და ამ პერიოდში კლუბებს არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ეს ღონისძიებები შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო.
"შრომის ინსპექციის სამსახურმა 17 დეკემბერს, კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ყველა ფინანსური ხარჯი გაწეული, ხოლო ბილეთების უმეტესობა გაყიდული იყო, განაცხადა, რომ კლუბებში თავშეყრა კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთანავე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ასოციაცია საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით ამავე ღამეს დათვალიერებული იქნა თბილისის მასშტაბით არსებული ყველა სივრცე", — აღნიშნულია განცხადებაში.
წერილის მიხედვით, მეორე დღეს, 18 დეკემბერს, თბილისის კლუბების წარმომადგენლებსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინპექციამ მკაცრად მოითხოვა 18 დეკემბრის ღონისძიებების გაუქმება.
"წინააღმდეგ შემთხვევაში განგვიმარტეს, რომ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც გულისხმობს:
- სისხლის სამართლებრივი დევნა კლუბების ხელმძღვანელი პირების მიმართ.
- კლუბების გაურკვეველი დროით დახურვა და დალუქვა
- მძიმე ფინანსური ჯარიმები.
ამის პარალელურად ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა შემდეგი კვირისთვის (21-23 დეკემბერი) ეს საკითხის საკოორდინაციო საბჭოზე დადებითად გადაწყდეს", — აცხადებენ კლუბები.
წერილის თანახმად, შრომის ინსპექციამ კლუბებს ასევე უთხრა, რომ ამის შესახებ 18 დეკემბერს საჯარო განცხადებას გააკეთებდა. კლუბები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე, წინასწარ გაწეული ფინანსური ხარჯების მიუხედავად, მიიღეს უმძიმესი გადაწყვეტილება და დაგეგმილი ღონისძიებები ერთი კვირით გადაავადეს.
"სამწუხაროდ, შრომის ინსპექციამ გუშინ საერთოდ არ გააკეთა განცხადება და დღეს გაავრცელა ისეთი შინაარსის წერილი, სადაც ჩვენი შეთანხმების პირობები არ იყო ასახული, ხოლო ჩვენ მიერ დროებით გადავადებული ღონისძიებები გამოაცხადეს, როგორც გაუქმებული", — წერენ კლუბები.
მათივე განცხადებით, მიმართავენ ყველა შესაძლო ზომას რომ შეძლონ კლუბების უსაფრთხო გახსნა.
"ჩვენ უბრალოდ სხვა სახელს ვეღარ დავარქმევთ პროცესს, რომელშიც უკვე ორი წელია ვართ, გარდა იმისა, რომ ესაა საკლუბო სცენის მიზანმიმართული განადგურება. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას სახელმწიფოს დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა.
მტკიცედ გვჯერა, რომ ერთადერთი გზა სფეროს გადარჩენისთვის არის ამ ინდუსტრიის კარების გახსნა და მათზე დაკისრებული არაპროპორციული ზომების შემსუბუქება. მკაცრი შეზღუდვების პარალელურად, გვსურს შევქმნათ ალტერნატიული და უსაფრთხო დღის წესრიგი ღონისძიების მართვისა და მსვლელობის დროს გამოვლენილი რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.
იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციის, კულტურისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ითვალისწინებს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფას და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, საკლუბო სივრცეების უსაფრთხო გახსნის მოთხოვნების შესაბამისად", — წერია განცხადებაში.
ამასთან, წერილის ავტორები განმარტავენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეიქნა კარის ახალი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დახურული სივრცეების ეტაპობრივი გახსნის ჩარჩოა და შემუშავდა მუსიკალურ ღონისძიებაზე დამსწრე პირების კოლექტიურ ქცევაზე და ამ ქცევებით გამოწვეულ რისკებზე დაკვირვების შედეგად.
განცხადებას ხელს აწერენ:
- The Cultural and Creative Industries Union of Georgia;
- BASSIANI;
- Boom Boom Booking Agency;
- Bude;
- CAFE-GALLERY;
- Colibri;
- DAISI • დაისი;
- დედაენის ბარი;
- KHIDI;
- Kibe;
- Left Bank;
- MIONI;
- Millennials;
- მტკვარზე • MTKVARZE;
- Mzesumzira;
- რეფლექტორი / Reflector;
- Swing Festival;
- TES;
- TIVI • ტივი.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
კომენტარები