"მხედველობის აღმდგენი" ბიონიკური თვალი სულ უფრო რეალური ხდება
2021 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბიოელექტრონიკის კომპანიამ, Pixium Vision-მა 2020 წლის HealthTech Award მიიღო. მათ ეს პრიზი ინოვაციური ბიონიკური ხედვის ტექნოლოგიის გამო დაიმსახურეს, რომელიც უსინათლოებისთვის მხედველობის აღსადგენად არის შექმნილი. სისტემა ევროპაში ჯანდაცვის მხრივ, შემდეგი თაობის ყველაზე ნოვატორულ ტექნოლოგიად აღიარეს. ინოვაციური სისტემა შედგება ფოტორეცეპტორების შემცვლელისგან, რაც რეცეპტორების იმპლანტირების საშუალება იძლევა.
ახლა გვაქვს სიახლე მხედველობის აღდგენის ახალი ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბიონიკური თვალის ინჟინერიას. ის თითქმის მზად არის ადამიანებზე გამოცდისთვის. გამოგონებას ჰქვია Phoenix99 ბიონიკური თვალი და ეს არის იმპლანტირებადი სისტემა, რომელიც შექმნილია მხედველობის ფორმის აღსადგენად პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ მხედველობის მძიმე დარღვევით და დეგენერაციული დაავადებებით გამოწვეული უსინათლობით.
ამ ეტაპზე დადგინდა, რომ იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, უსაფრთხოა.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ მოწყობილობას აქვს ძალიან დაბალი გავლენა ნეირონებზე, რომლებიც საჭიროა ტვინის "მოტყუებისთვის". არ გამოვლინდა მოულოდნელი რეაქციები მოწყობილობის ირგვლივ და მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება უსაფრთხოდ დარჩეს სხეულში მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენი გუნდი აღფრთოვანებულია ამ არაჩვეულებრივი შედეგით, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ მოწყობილობის ტესტირება ადამიანებზე", — განცხადებაში თქვა სამუელ ეგგენბერგერმა, ბიოსამედიცინო ინჟინერმა.
მოწყობილობის ორი ძირითადი კომპონენტი, რომელიც სხეულში ინერგება, შედგება თვალზე დამაგრებული სტიმულატორისგან და ყურის უკან კანის ქვეშ განლაგებული საკომუნიკაციო მოდულისგან. ცხვარზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ სხეულმა მიიღო ორივე ეს ელემენტი. გუნდი ახლა ადამიანებში კლინიკური კვლევების ჩასატარებლად ემზადება.
კვლევა ჟურნალ Biomaterials-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები