შეხვედრა 26 ნოემბერსაა დაგეგმილი.

არსებული ინფორმაციით, ლიდერები 2020 წლის 9 ნოემბერს მიღებული იმ სამმხრივი მშვიდობის დეკლარაციის იმპლემენტაციას განიხილავენ, რომელმაც ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა. განსახილველი საკითხი იქნება 2021 წლის 11 იანვარს ხელმოწერილი შემდგომი შეთანხმებაც.

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესმება "რეგიონში სტაბილურობის გასძლიერებად და მშვიდობის დასამყარებლად სამომავლო ნაბიჯებს". რუსული სახელმწიფო მედია სააგენტო, TASS იუწყება, რომ "განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების საკითხს დაეთმობა".

ამასთან, პუტინი ფაშინიანთან და ალიევთან სოჭის სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ 15 დეკემბრს ფაშინიანისა და ალიევის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ორმხრივი შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერაა ორგანიზებული, ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, 15 დეკემბრისთვის იგეგმება.

მანამდე, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად 9 ნოემბერს, იმ სამმხრივი მშვიდობის დეკლარაციის წლისთავის წინ იგეგმებოდა, რომელმაც მთიანი-ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.

9 ნოემბერს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა "მკაფიო შეთანხმების" ნაკლებობის გამო არ შედგა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წინა კვირას აღნიშნა, "დარწმუნებულია", რომ შეხვედრა გაიმართება და ლიდერები შეთანხმებას მიაღწევენ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.