4 მიზეზი: როგორ შეიქმნა კოვიდვაქცინა ასე სწრაფად — ინფოგრაფიკა
საზოგადოების ნაწილი კოვიდვაქცინებს არ ენდობა. ამ უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი რეკორდულად სწრაფად შექმნეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდვაქცინები უხარისხო ან საზიანოა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი სწრაფად შექმნა ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის კი მსოფლიო მასშტაბით მობილიზებულმა არნახულმა ადამიანურმა და ფინანსურმა რესურსმა.
აქამდე ვაქცინის შექმნისა და მისი გამოცდისთვის რამდენიმე წელი და 31-დან 68 მილიონ დოლარამდე სჭირდებოდათ; COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ ეს მოცემულობა შეცვალა, ქვეყნებმა თუ ორგანიზაციებმა მილიარდობით დოლარი გაიღეს კოვიდვაქცინის შესაქმნელად, 2020 წელს კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მეცნიერები 100-ზე მეტი ვაქცინის შექმნას ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ 7-მა მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია. გარდა ამისა, მეცნიერები 50 წელზე მეტია კორონავირუსებს იკვლევენ, მისი ერთ-ერთი ვარიანტის — SARS-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას კი ჯერ კიდევ 2003 წელს ცდილობდნენ. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის წინაპირობა ჯერ კიდევ 18 წლის წინ გვქონდა.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.
კომენტარები