საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის სახლმა ვერონამ ახალი შოურუმი მოაწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით გახსნილმა ავეჯის სახლმა ვერონამ ახალი შოურუმი მოაწყო. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17.5 მილიონი ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3 მლნ. ევროს შეადგენს.
შოურუმი სამ სართულზე გაშლილ 6 000 მ2 საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულო, განათება, დეკორაციები და აქსესუარებია წარმოდგენილი.
შოურუმის არქიტექტურასა და ინტერიერზე, ასევე, შენობის პროექტირებაზე იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობდნენ. შენობას საფუძვლად მწვანე კონცეფცია დაედო, რომელიც სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს. შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად ქართული ბუნებრივი ქვა შეარჩიეს. შოურუმის შესასვლელი თაღი, რომელიც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, ქართველმა მხატვრებმა მოხატეს.
"ჩვენი ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც ავეჯის სფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ავეჯის სახლი დაგვეარსებინა. გვინდოდა ქართველი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში თავმოყრილი ყოფილიყო ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობადაა საჭირო. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვაახლებდით მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვამენ ინდივიდუალურობას და ქმნიან უსაზღვრო კომფორტის განცდას", — აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან სანიკიძე.
„მოხარულები ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა და გაძლიერდა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, გაძლიერდეს კერძო სექტორი და გაჯანსაღდეს ეკონომიკა", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები