ელვისი 1 წლის ხდება — რას გვთავაზობს მიტანის სერვისი ელვისებური სისწრაფით
გადატვირთული ყოველდღიურობა და საქმიანი ცხოვრების სტილი დროს არაფრისთვის გვიტოვებს. თუმცა, არსებობს ისეთი სერვისი, რომელიც მრავალ საზრუნავს ელვისებური სისწრაფით შენ მაგივრად აგვარებს და საშუალებას გაძლევს, გადაუდებელი საქმეების დასრულებასთან ერთად, დრო განტვირთვისთვისაც მოიტოვო.
ასეთი სერვისია ელვისი — სტარტაპი, რომელიც მომხმარებელთა სურვილებს 15 წუთში ასრულებს. კომპანია უკვე ერთი წლის ხდება, ჩვენ კი მოგიყვებით, რა გზა გაიარა და რა სიახლეებს გვიმზადებს ის.
ელვისი — ქართული სტარტაპი, რომელიც "რამეს აუცილებლად მოგიხერხებს"
ერთი წლის წინ დაარსებული მიტანის ქართული სერვისი — ელვისი შექმნის დღიდან მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნავს, რადგან კომპანიაში თვლიან, რომ დრო არ უნდა იკარგებოდეს რიგში, ლოდინსა და არჩევაში. ელვისი დროის მოგების ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებს საუკეთესოდ ერგება.
კომპანიის უნიკალური მიდგომის მიზანი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებაა, ამიტომ დანიშნულების ადგილამდე ერთ კურიერს მხოლოდ ერთი შეკვეთა მიაქვს. ეს საშუალებას გაძლევს დააგემოვნო კერძი ისე, როგორც რესტორანში მორთმეული, მიიღო შერჩეული ნივთი სასურველ დროს და თანაც, ეს ყველაფერი ქალაქში ყველაზე ხელმისაწვდომი მიწოდების ტარიფით.
ელვისის სამი მთავარი ფასეულობა მომხმარებელთა კომფორტის უზრუნველყოფა, კურიერებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა და პარტნიორი კომპანიების სურვილების გათვალისწინებაა. ამ მიზნის მისაღწევად სწრაფად მზარდი კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აპლიკაციის ყოველდღიურად დახვეწას და უნიკალური სერვისების შექმნას ცდილობს.
ელვისი სულ რაღაც ერთი წლის არის, მაგრამ შორსმიმავალი გეგმები კომპანიას ყველა კონკურენტისგან გამოარჩევს.
ელვისის სამომავლო გეგმები
ელვისი უახლოეს მომავალში სამ მთავარ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს და ეცდება, ყოველდღიურობასთან მეტად თავსებადი გახდეს.
რამეს მოგიხერხებ — ელვისებური სერვისია, რომელიც მომხმარებლების და პარტნიორი ობიექტების საჭიროებებს ითვალისწინებს და მომხმარებელს ნებისმიერი საჭირო ნივთის უმოკლეს ვადაში მიწოდებას ჰპირდება. ეს სიახლე მხოლოდ საკურიერო მომსახურებას კი არ გულისხმობს, არამედ, მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის საგანგებოდ შერჩევას და მიწოდებას მოიაზრებს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე სტარტაპებს, მაღაზიებს თუ ნებისმიერ სხვა კომპანიას შეუძლია და ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილ შეკვეთებს. ელვისის კურიერი ნივთის შერჩევაზე, უსაფრთხოდ და ელვისებურად მიტანაზე იზრუნებს. საოფისე ნივთების, პროდუქტების თუ ნებისმიერი სხვა ნივთის შეძენა და ტრანსპორტირება კომპანიის საზრუნავი აღარ იქნება, რადგან ელვისი რამეს აუცილებლად მოგიხერხებს.
PCR ტესტირება გამოძახებით — ელვისის კიდევ ერთი სიახლე პანდემიური რეალობის გამარტივებისთვის შეიქმნა. სერვისის მეშვეობით მომხმარებლებს PCR ტესტის სახლიდან გაუსვლელად ჩატარება შეუძლიათ. მომხმარებელი ელვისის აპლიკაციით შეძლებს PCR ტესტის შეკვეთას, პარტნიორი კლინიკის ექთანი მითითებულ მისამართზე პაციენტისთვის სასურველ დროს მივა და ტესტირების შედეგს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაგზავნის.
ახალი კატეგორიები — ელვისი აქამდე კვების სექტორზე იყო ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთი სიახლე მომხმარებელთა მრავალფეროვან სურვილებს და საჭიროებებს ითვალისწინებს. ელვისის მომხმარებლებს სამომავლოდ მაღაზიებზე, აფთიაქებზე, მარკეტებზე, სტარტაპებსა და სხვა სერვისებზე ექნებათ წვდომა და არამხოლოდ მომხმარებლის საკვებ რაციონზე იზრუნებენ, არამედ მრავალ სხვა ყოველდღიურ საჭიროებაზე, რომელიც აქამდე თქვენი საზრუნავი იყო.
სასურველი პროდუქტის 15 წუთში მისაღებად და სიახლეების გასაგებად ელვისის აპლიკაცია უნდა გადმოწერო.
ელვისი ქართული მულტიფუნქციური პლატფორმაა, რომელის უკანაც საქართველოში წარმატებული წამყვანი კომპენიები და გუნდი დგას. დამფუძნებელ კომპანიებს შორის არიან ლემონდუ და მგრუპი, რომელთა პორტფელებშიც ისეთი წარმატებული პროექტები შედის, როგორებიცაა: რესტორნები ოტიუმი, მასპინძელო და ყვარლის ტბა, ვებ გვერდები: tkt.ge, ss.ge, moitane.ge, domenebi.ge, მობილური თამაშები, აპლიკაციები და სხვა სერვისები.
კომენტარები